“Pipeline with a Purpose“-ის ფარგლებში, 2022 წლის ბოლომდე, კერტენ ჰოსფითალითი გახსნის თვეში ერთ ახალ პროექტს
თბილისისა და სტამბულის სასტუმროების გახსნას მოჰყვება სასტუმროების გახსნა რომსა და მარაკეშში
თბილისი, 2022 წლის 20 სექტემბერი: ამა წლის ივლისში „The House Hotel Old Tbilisi“-ის გახსნის შემდეგ, მულტი-ფუნქციური და ESG-ზე ორიენტირებული კონცეფციის ოპერატორი კერტენ ჰოსფითალითი ზრდის თავისი განვითარებისა და ოპერირების სისწრაფეს.კომპანიას 40-ზე მეტი პროექტი აქვს მსოფლიოს მასშტაბით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დსთ-სრეგიონში.
2022 წლის ბოლომდე, „Kerten Hospitality“ გახსნის თვეში ერთ ახალი კონცეფციის მქონე ობიექტს; პროექტებს, რომელთაგანხორციელების დროს, კომპანია უზრუნველყოფს ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ESG-ისა (გარემოს, სოციალურიდა მმართველობითი) და საზოგადოებაზე მორგებული ბიზნეს პრაქტიკის განხორციელების ფარგლებში აქვს აღებული. ყოველიობიექტის გახსნისას, კომპანიას მიზნად აქვს დასახული ჰქონდეს გრძელვადიანი და დადებითი გავლენა იმ საზოგადოებასა დაგარემოზე, რომელშიც ოპერირებს. გახსნის პროცესშია სასტუმროები რომში, ქუვეითსა და ალულაში, რომელთაც ფეხდაფეხ მიჰყვება,წლის ბოლოსთვის დაგეგმილი გახსნა მარაკეშში.
ბრენდის მულტიფუნქციური განვითარება ფოკუსირებულია მოგზაურებისა და ადგილობრივების დაკავშირებაზე, რაც აისახება ბრენდის პროექტების ურთიერთთანამშრომლობით, კვებისა და სასმელების, გართობის, ხელოვნებისა და ველნესის სფეროებში. Kerten Hospitality არ არის მხოლოდ სასტუმროების გახსნაზე ორიეტირებული კომპანია. იგი აშენებს საზოგადოებაზე ფოკუსირებულმიმართულებებსა და ეკოსისტემებს, სადაც ბიზნესი და დასვენება გაერთიანებულია ძლიერი მინი-ეკონომიკის შესაქმნელად.
მარლოს კნიპენბერგი, კერტენ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორია. იგი თვლის, რომ ბრენდის აქტიური განვითარებასარგებელს მოუტანს როგორც სტუმრებს, ასევე ინვესტორებს.
ჩვენი კომპანიის განვითარებით, თავისთავად ვქმნით სამუშაო ადგილებს, აქტიურად ვასაქმებთ ადგილობრივ კადრებს დაშესაძლებლობებს ვაძლევთ მათ, ვინც დაინტერესებულია კარიერული განვითარებით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ბიზნესსაც,რადგან შეძლებისდაგვარად, მუდმივად ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას”- ამბობს მარლოსი. „ბოლო დროს უფრო მეტიდეველოპერი უკავშირდება ბიზნეს ოპერატორს, რათა ერთობლივად მიიღონ არა მხოლოდ განხორციელებული ინვესტიიდანმიღებული სარგებელი, არამედ დააკავშირონ ისინი ადგილობრივ მულტიფუნქციურ პროექტებთან. Kerten Hospitality-ი ზრუნავს, რომ წინ წამოსწიოს მსგავსი პროექტების საჭიროება.
ESG-ზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის კონცეფცია Kerten Hospitality-ის ბრენდებს აერთიანებს და ამჟამად მოიცავს:
• The House Hotels – The House Hotel-ში დაგხვდებათ მშვიდი ატმოსფერო, უმაღლესის კლასის ობიექტები, რომელიცგანთავსებულია ცენტრალურ ლოკაციებზე. იგი აერთიანებს კლასიკურსა და თანამედროვე სტილში შერწყმულ კულტურულელემენტებს. ამჟამად, უკვე ფუნქციონირებს „The House Hotel City Yard Jeddah“, ელეგანტური დიზაინის სასტუმრო, რომელიცშერწყმულია ქალაქის ყველაზე საინტერესო F&B კონცეფციასთან და „The House Hotel Old Tbilisi“, ძველი მოვაჭრისრესტავრირებული სახლი საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ გულში, რომლის სასტუმროს ოთახებს ალამაზებს მუსიაქებურიას მიერ მოხატული კედლები. მიმდინარე პროექტები არის ქუვეითსა და თურქეთში.
• „Cloud 7 Hotels“ – თანამედროვე სტილის ბრენდი, რომელიც ფოკუსირებულია მკვეთრ, ფერად დიზაინზე და აცოცხლებსსასტუმროს კონცეფციას. არაფორმალური ჩექ-ინი ლობიში სოციალურ ჰაბია. არსებული იდეა აერთიანებს ჯანსაღ კვებასა დაბუტიკებს, სადაც შეხვდებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციას. ეს ყველაფერი თავმოყრილია „Cloud7“-ის კონცეფციაში,ხდის მას უფრო მრავალფუნქციურს და გამოარჩევს სხვა საშუალო დონის სასტუმროებისაგან. აღნიშნული ქსელიწარმოდგენილია აილა აქაბაში, იორდანიაში და „StaySO by Cloud7“-ის სტამბოლის ბომონტის რაიონში. იგივე ქსელი იხსნებაეგვიპტეში, იტალიაში, იორდანიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
• „The House და Cloud7 Residences“ – ორივე ბრენდი აერთიანებს საცხოვრებელ და მომსახურე აპარტამენტებს მოკლე ანგრძელვადიანი ქირაობისთვის. ობიექტი საერთო სივრცეებით ხელს უწყობს სტუმრების ურთიერთობას ადგილობრივსაზოგადოებასთან. მრავალფეროვანია პოტენციალი ინვესტორებისათვის ისეთი კომბინირებული უპირატესობებით, როგორიცააბრენდების სასაქონლო ნიშნები, სრული სერვისებისა და ობიექტების მენეჯმენტით რაც ხელს უწყობს გაყიდვებს პრემიუმ ფასებში.
• „Nakhati“ -აგვისტოში გაიხსნა რიადში. „Nakhati“ არაბულად "ჩემს გემოს" ნიშნავს და არის Kerten Hospitality-ის ჯელატოსპრემიუმ ბრენდი, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ გემრიელ არომატებს, არამედ ადგილობრივ ინგრედიენტებსაც. „Nakhati“საუდის მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ წამოიწყონ საკუთარი ფრენჩაიზინგი სასტარტო კაპიტალისხელმისაწვდომობით. ბიზნესის დაწყების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ ამუშაონ როგორც ჯელატოს კიოსკი, ასევე გახსნანსრულფასოვანი მაღაზია მაღალი ხარისხის ბიზნეს ინსტრუმენტებისა და მენტორობის პროგრამის მხარდაჭერით.
• „Ouspace“ – გულისხმობს საერთო სამუშაო სივრცეს, რომელიც განთავსებულია კერტენ ჰოსფითალითის საცხოვრებელობიექტებზე. ანაცვლებს ძველი, ტრადიციულ შეხვედრების ოთახებსა და ავითარებს ბიზნეს ცენტრების ახალ ხედვასთანამედროვე გადაწყვეტილებით. სივრცეები „ცარიელი ტილოებია“, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ადგილი გამოვიყენოთსასურველი სტილის ღონისძიებისთვის. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს იყოს რაღაც უფრო დიდისა და ეფექტურისნაწილი. ეს არის სივრცე ფუნქციური სამუშაო ადგილისთვის სწორედ მაშინ როცა გჭირდება. ეს არის ბიზნესის მომავალი.
პროექტები, რომელიც ახლო მომავალში გაიხსნება თბილისსა და ჯედაში
კერტენ ჰოსფითალითის ამბიციური პროექტები მოიცავს ათი ახალი ობიექტის გახსნას მომდევნო რვა თვის განმავლობაში. ხელმოსაწერად მზადდება ათი პროექტი რაც ჯამში ქმნის და აერთიანებს 45-ზე მეტ პროექტს. სამომავლო პროექტები მოიცავსსასტუმრო კომპლექსის გახსნას ეგვიპტეში, საქართველოში, იტალიაში, იორდანიაში, მაროკოში, საუდის არაბეთსა და არაბეთისგაერთიანებულ საემიროებში. აღნიშნული თავის თავში აერთიანებს ურბანულ და საკურორტო პროექტებს როგორც პოპულარულ ლოკაციებზე, ისე განვითარებად ადგილებში.
ბრენდის ფუნქციონირების დიდი ნაწილი აგებულია ESG ინიციატივაზე, რომელიც ერთიანდება UBBU-ს ქვეშ. UBBU – United.Building a Better Universe. პეპლის ეფექტით შთაგონებული პროექტი დაფუძნებულია მცირე და თითქოს უმნიშვნელო ქმედებებით გამოწვეულშედეგებზე, რომელიც განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როცა ამ პატარა საქმეს ბევრი ადამიანი ერთად აკეთებს. სწორედ ასეთ პატარამოქმედებს აქვს ძალა და გავლენას ახდენს გლობალური ცვლილებებზე. UBBU-ს ბრენდის ფილოსოფია არის კერტენ ჰოსფითალითისმართვის საფუძველი ნებისმიერი პროექტის ყველა ეტაპზე. UBBU-ს პრინციპებით იწყება მუშაობა პირველივე ნაბიჯებიდან, იქნება ესადგილობრივი პერსონალის დაქირავება, ადგილობრივი მასალების გამოყენება, ადგილობრივი მხატვრებისა და ხელოსნებისთვისბაზრების შექმნა, გათბობის, წყლისა და ჰაერის ფილტრაციის სისტემების მართვა თუ სხვა.
„ESG“ ძალიან მნიშვნელოვანია კერტენ ჰოსფითალითისთვის“ - ამბობს კნიპენბერგი. „ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ ნებისმიერსფეროში საქმიანობის დროს იქნება ეს სოციალური თუ ეკოლოგიური მნიშვნელობის. ჩვენს რწმენას და მისწრაფებას UBBU-ის მიმართიზიარებს ჩვენი გუნდის ყველა წევრი და სწრაფვა იმისკენ, რომ მოვახდინოთ მხოლოდ დადებითი გავლენა ყველა მიმართულებით,არის ჩვენი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“.