ლევან ჩიკვაიძე: ,,საქართველოს ფოსტას“ არ ჰქონია ჩავარდნა, მან საზოგადოებასთან შეასრულა თავისი სოციალურ-მორალური პასუხისმგებლობა“
საქართველოს ფოსტისთვის“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2021 წელი, 2020 წლის მსგავსად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებშიც კი, კომპანია, მოსახლეობას შეუზღუდავად სთავაზობდა საფოსტო/საკურიერო მომსახურებას, შეუფერხებლად ახორციელებდა საერთაშორისო ფოსტის ცვლის პროცესს და ინარჩუნებდა არსებულ საერთაშორისო მიმართულებებს.
,,მთავარი ამოცანა გახლდათ, გვეზრუნა ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაგვეცვა სახელმწიფო, ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად, არ შეგვეწყვიტა სერვისების მიწოდება“, − აღნიშნა ,,ეკონომისტთან“ ინტერვიუში ,,საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.
შექმნილი საგანგებო მდგომარეობა ყველა დარგისთვის გამოწვევა იყო. ამ ვითარებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა ,,საქართველოს ფოსტის“ როლი, რადგან პანდემიის პირობებში მისი ფუნქცია ძალზე გაიზარდა.
,,მსოფლიო საფოსტო კავშირმა, რომელიც 192 ქვეყნისგან შედგება, მობილიზება მოკლე ვადაში მოახერხა. წევრი ქვეყნები შევთანხმდით, რომ მუდმივ რეჟიმში გავცვლიდით ინფორმაციას. ვიღებდით ცნობებს, თუ როგორ ართმევდნენ ოპერატორები გამოწვევებს თავს. ჩვენი გამოცდილება გაიზიარა ბევრმა საფოსტო ოპერატორმა − ოპერაციები, რომლებიც დავგეგმეთ, სიახლე აღმოჩნდა სხვა ქვეყნებისთვის. ამასთან ერთად, სხვებისგანაც ვიღებდით გამოცდილებას“, − აღნიშნა ჩიკვაიძემ.
რა სახის წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწიათ პანდემიის პირობებში?
ფოსტა დაეხმარა გაეროს საქართველოს და ,,საქართველოს წითელი ჯვრის“ წარმომადგენლობებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა საკვების, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ბინაზე მიწოდებაში. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ×საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება. ×საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის და გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებისა და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ჩავარდნა ×საქართველოს ფოსტას“ არ ჰქონია, მან საზოგადოების წინაშე შეასრულა თავისი სოციალურ-მორალური პასუხისმგებლობა.
როგორ ხდებოდა თანამშრომლების მობილიზება კრიტიკულ და გადატვირთულ რეჟიმში?
ფოსტის თანამშრომლები ×ფრონტის ხაზზე“ იდგნენ და მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ჩვენც ვხდებოდით ავად, გვიწევდა კარანტინი, თუმცა ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გავართვით თავი. კომპანიამ საკადრო პოლიტიკა იმგვარად წარმართა, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა, არცერთ თანამშრომელთან არ შეწყვეტილა შრომითი ურთიერთობა, მეტიც − ×საქართველოს ფოსტამ“ პანდემიის პერიოდში 1500-მდე პირი დაასაქმა.
რა სახის სიახლეების დანერგვა მოგიწიათ პანდემიის პირობებში?
,,საქართველოს ფოსტამ“ შეცვალა გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. კურიერები, გზავნილების მისამართზე ჩაბარებას უზრუნველყოფდნენ ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. შევქმენით ახალი მომსახურება ×სახლიდან სახლში“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შინიდან გაუსვლელად მიიღონ საფოსტო მომსახურება საქართველოს მასშტაბით. ×საქართველოს ფოსტამ“ შექმნა ,,კორპორაციული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით. ასევე, შეძენილი ნივთის ღირებულება მომხმარებელს შეუძლია ადგილზე, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაიხადოს.
ფოსტამ შექმნა შემდეგი პროდუქტები: ×მალეო კორპორაციული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს ელექტრონული კომერციით მოვაჭრე ორგანიზაციების მიერ ×მალეოს“ საშუალებით შეძენილი პროდუქტის შემოტანას საქართველოს ბაზარზე და ,,სახმელეთო ამანათი კორპორაციული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს სახმელეთო მომსახურების საშუალებით პროდუქტის ექსპორტზე გატანას.
ლევან ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სახმელეთო ამანათების რაოდენობა, რამაც განაპირობა ,,საქართველოს ფოსტის კონტრაქტორი“ ოფისების ბრენდის შექმნა. კონტრაქტორ ოფისებს ევალებათ საქართველოში შემომავალი სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება და მასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურებების უზრუნველყოფა.
პანდემიის პირობებში, სოციალურ აქტივობებში ,,საქართველოს ფოსტა“ ჩართული იყო?
,,საქართველოს ფოსტამ“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, განახორციელა შემდეგი: მიმდინარე წელს, ×საქართველოს ფოსტა“ შეუერთდა PostEurop-ის კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების მიმართ; ×საქართველოს ფოსტის“ ინიციირებით მიმოქცევაში შევიდა ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების − PostEurop-ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკა; კომპანიამ კრწანისის ტყე-პარკში 200-მდე ძირი საკმლის ხის ნერგი დარგო. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იშვიათი ადგილობრივი ჯიშის ხის კორომი გაშენდა.
მნიშვნელოვანია მსოფლიო საფოსტო კავშირის ,,წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“, რომელსაც საქართველოში ყოველწლიურად მართავს ,,საქართველოს ფოსტა“ და მიზნად ისახავს მოზარდებში წერილობითი კორესპონდენციის პოპულარიზაციას. მონაწილე მოზარდების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცა. წერილები არის პანდემიასთან დაკავშირებული იშვიათი გამოცდილების შინაარსის მატარებელი და უნიკალური გზავნილია მომავალი თაობებისთვის ,,საქართველოს ფოსტისგან“.
განათლების ხელშეწყობის მიზნით ფოსტა პროექტის ,,1000 კომპიუტერი 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერი გახდა. თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა, ასევე 18 თვის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა უფასო ინტერნეტზე.
ლევან ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ იგეგმება მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. l