„ჯორჯია თუდეი ჯგუფი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის ყოველწლიური გამოცემის ლიცენზირებულ ქართულენოვან ვერსიას „მსოფლიო 2020“!   

სწორედ მომავლის წინასწარმატყველების, მომავლის პროგნოზის მიზნით 1986 წელს „ეკონომისტმა“ შექმნა ყოველწლიური გამოცემა, რომლის 2020 წლის ქართულენოვანი ვერსია დღეს თქვენ წინაშეა უკვე ელექტრონულ ფორმატში.

გიორგი შარაშიძე, გამომცემელი: „ჯორჯია თუდეი ჯგუფი“ საქართველოში ანალიტიკური მედიის  განვითარების მხარდაჭერას ცდილობს. ამ მიზანს ემსახურება „ეკონომისტის“ ქართულ ენაზე გამოცემაც, რადგან სწორედ ბრიტანული The Economist სამართლიანად ითვლება ყველაზე გავლენიან ანალიტიკურ გამოცემად მთელ მსოფლიოში!