“სვიფ ლენდი“ − უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი, რომელიც საქართველოში მომხმარებლების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს
,,სვიფ ლენდი“ ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და წამყვანი დეველოპერია, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე და ახორციელებს მაღალი სტანდარტის მქონე პროექტებს მომხმარებლების კეთილდღეობისთვის.
მის ყველაზე მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტებს შორისაა ჰოლივუდის ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, ახალი ბულვარი ბათუმში და Green Hills პროექტი საგარეჯოში. გარდა მრავალი სხვა უნიკალური პროექტისა, რომელიც ეხმარება მცხოვრებლებს, ცხოვრებით დატკბნენ, კომპანია მათ უსაფრთხო, გარანტირებულ ინვესტიციასაც სთავაზობს.
×სვიფ ლენდი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2017 წელს დამკვიდრდა და ამჟამად ამაყობს ამ სფეროში 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით.
უძრავი ქონების განვითარების პროექტებთან ერთად, Swef Land Group საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს. კომერციული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს. ×სვიფ ლენდი“ ახორციელებს პროექტებს ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რაიონებში და ეს ხედვა ეხმარება ქართველებისთვის ახალი არეალის შექმნას, დახვეწილი ინფრასტრუქტურითა და დასაქმების შესაძლებლობებით.
მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ვცდილობთ, გამოვიყენოთ ინოვაციური-ეკოლოგიური ტიპის დასახლებების კონცეფცია. ჩვენი პროექტების გარშემო ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია სამუშაოებით და შესაბამისი სოციალური, სპორტული და სამედიცინო დაწესებულებებით. გარდა ამისა, ყველა პროექტი უზარმაზარ ღირებულებას სძენს ტურიზმის სფეროს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რადგან Swef Land-ისა და მისი ინფრასტრუქტურის მიერ შექმნილი პროექტები ხელმისაწვდომია ყველა ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანისთვის.
კომპანიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინტეგრაციას სხვადასხვა სექტორს შორის − საცხოვრებელი კომპლექსები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი. ასევე, ჩვენი საპროექტო სფეროების სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესება- განვითარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიის საქმიანობა უნიკალურია და მიზნად ისახავს ადამიანის ცხოვრებისათვის ჰარმონიული და შესაბამისი გარემოს შექმნას და განვითარებას.
დაგეგმვისა და დიზაინის შემუშავების შემდეგ, ჩვენ ვუთანხმდებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის დაწყების შესახებ.
ყოველთვის გვაქვს მიზანი, ვიყოთ საქართველოს სამსახურში, სადაც ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს. კომერციული მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ინტერესებს.
Swef Land Group-ს ჰყავს არქიტექტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების განსაკუთრებული გუნდი, რომლებიც მუშაობდნენ საერთაშორისო პროექტებზე საბერძნეთში, იტალიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი), საქართველოში და ა.შ.
ვამაყობთ, რომ მათთან ერთად ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს. ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ საქართველოში, არის Hollywood Resort, რომელიც გახდება ქართული ტურიზმის ახალი ღირსშესანიშნაობა და თვალსაჩინო ნიშანი საქართველოს უძრავი ქონების სფეროში. ეს პროექტი მთლიანად შეცვლის საინვესტიციო გარემოს კასპსა და ქართლის რეგიონში.
საქართველო ყოველდღიურად ახორციელებს უზარმაზარ ძალისხმევას საინვესტიციო გარემოს შემსუბუქების მიზნით. ჩვენი იურისტების გუნდი და ფინანსური განყოფილების თანამშრომლები მიზნად ისახავენ, არ ჩამორჩნენ ცვლილებებს ამ გზაზე და მიჰყვნენ ქვეყნის საჭიროებებსა და მითითებებს. ვფიქრობთ, უახლოესი ათი წლის განმავლობაში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე ინვესტირებადი ევროპული ქვეყანა, მაღალი საინვესტიციო ფასებისა და მოგების წყალობით, რადგან ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ახლა აქ ვართ და ვმონაწილეობთ განვითარების ამ პროცესში.
ჩვენი საქმიანობისთვის საქართველო ავირჩიეთ, რადგან, უპირველესად, ამ ქვეყანას საოცარი მდებარეობა აქვს − აზიას ევროპასთან აკავშირებს. საქართველო კავკასიის განვითარებადი ეკონომიკური ცენტრია. ქვეყანა ამაყობს წლების განმავლობაში ძლიერი ეკონომიკური ზრდით, ლიბერალური საგადასახადო და შრომის კანონმდებლობით, ბიზნესისადმი მეგობრული პრაქტიკით, კორუფციის დაბალი მაჩვენებლით, უსაფრთხო გარემოთი და უცხოური ინვესტიციებისადმი ღიაობით.
Swef Land ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო გარემოს განვითარებას. ამ მიზნით, 2021 წლის 28 იანვარს მოვაწყვეთ პირველი საინვესტიციო კონფერენცია − Invest Hub 2022, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყანაში ინვესტიციების სფეროში, რადგან კონფერენციას ესწრებოდნენ ინვესტორები ცხრა ქვეყნიდან და ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კომპანიამ ხელი მოაწერა ორ მემორანდუმს ინოვაციური არქიტექტურული და კონცეპტუალური პროექტების განხორციელების შესახებ:
1. მემორანდუმი საინვესტიციო ბიზნესის, აგრარული არქიტექტურული პროექტის დაწყების შესახებ ჩინეთში.
2. თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ინოვაციური სამედიცინო ცენტრის დიზაინისა და მშენებლობის მემორანდუმი.
×სვიფ ლენდი“ აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს. დავიწყეთ რეგიონული გუნდის, ×გარდაბნის“ დაფინანსება − ვამზადებთ სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტს. ასევე შევუერთდით მასტერ ლიგას, სადაც მხარს ვუჭერთ გუნდს, რომელიც იასპარეზებს Swef Land-ის სახელით.
გარდა ამისა, ვამზადებთ სოციალურ პროექტებს მოსახლეობისთვის იმ რეგიონებში, სადაც ვიწყებთ პროექტებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი რეგიონების მხარდაჭერა და განვითარება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
დაბოლოს, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული გეგმა საქართველოში ინდუსტრიული ზონის მშენებლობაა. l