გადაწვა

კორონავირუსის მოთოკვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარუმატებლობას ნიღბავს, − ამტკიცებს ედვარდ კარი

 

პანდემიები არ სრულდება  ისინი სიმძაფრეს კარგავს. სავარაუდოდ, ასე მოხდება Covid-19-ის შემთხვევაშიც 2022 წელს. მართალია ის, რომ დროდადრო იქნება ადგილობრივი და სეზონური გამწვავებები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დონე სტაბილურად არასაკმარისია. ამასთან, ეპიდემიოლოგებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ ახალი ვარიანტების მიმართ, რომელსაც ვაქცინაციით უზრუნველყოფილი იმუნიტეტის გვერდის ავლა შეუძლია. ამ შემთხვევაშიც კი, მომდევნო წლებში, როცა "კოვიდი“ ისეთივე ენდემურ დაავადებად გარდაიქმნება, როგორიცაა გრიპი ან ჩვეულებრივი გაციება, მსოფლიოს დიდი ნაწილი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება Ð ყოველ შემთხვევაში, პოსტპანდემიურ ნორმალურს.

ამ პერსპექტივის მიღმა იმალება როგორც საოცარი წარმატება, ასევე დამთრგუნველი მარცხი. წარმატებაა ის, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ვაქცინირებულია და ინფექციის ყოველ ეტაპზე, მსუბუქი სიმპტომებიდან ინტენსიურ თერაპიამდე, ახალ მედიკამენტებს მნიშვნელოვნად შეუძლია ლეტალური რისკის შემცირება. შეიძლება სათანადოდ ვერ ვაფასებდეთ, მაგრამ ახალი დაავადების წინააღმდეგ ვაქცინების ასეთი სწრაფი ტემპით შექმნა და ამდენი ვაქცინისა და სამკურნალო საშუალებისთვის ლიცენზიის გაცემა მეცნიერების ტრიუმფია.

პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნას, ადრეული საცდელი კვლევებიდან პირველ ამერიკულ ნებართვამდე, 20 წელი დასჭირდა. 2021 წლის მიწურულს, sars-cov-2-ის პირველად იდენტიფიცირებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, მსოფლიოში ყოველთვიურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოზა "კოვიდის“ ვაქცინა წარმოებს. სიცოცხლის მეცნიერებათა მონაცემების ფირმა Airfinity-ის პროგნოზით, 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის, გამოშვებული დოზების რაოდენობამ შესაძლოა 25 მილიარდი შეადგინოს.

მართალია, რომ ვაქცინაცია სრული დაცვის გარანტიას არ იძლევა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, თუმცა, სამედიცინო მეცნიერებამ ამ მხრივაც უპასუხა გამოწვევას. მაგალითად, ადრეული სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია "მოლნუპირავირით“, დღეში ორჯერ მისაღები ანტივირუსული აბით, რომელმაც საცდელ კვლევებში ორჯერ შეამცირა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. მძიმე ავადმყოფებს შეუძლიათ მიიღონ "დექსამეტაზონი“ − იაფფასიანი კორტიკოსტეროიდი, რომელიც სიკვდილის რისკს 20-30%-ით ამცირებს. შუალედური შემთხვევებისთვის არსებობს ისეთი წამლები, როგორიცაა "რემდესივირი“ და Regeneron-ის წარმოებული ანტისხეულების კოქტეილი.

თუმცა, წარმატების პარალელურად არის მარცხიც. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამო "კოვიდი“ მომავალში ნაკლებ ზიანს მოიტანს, არის ის, რომ წარსულში უკვე ბევრის ჯანმრთელობა დააზიანა. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ×კოვიდის“ ამჟამინდელი ვარიანტებისგან მხოლოდ იმიტომ არის დაცული, რომ ინფიცირებული იყო. თუმცა, უფრო მეტი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ისევ დარჩება ვაქცინებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფილი დაცვის გარეშე, თითქმის მთელი 2022 წლის განმავლობაში.

ამ იმუნიტეტის გამომუშავება ძალიან ძვირად დაგვიჯდა. The Economist თვალს ადევნებდა სიკვდილიანობის ნორმაზე მაღალ სტატისტიკას პანდემიის დროს  სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მოსალოდნელი იქნებოდა ნორმალურ წელიწადში. 2021 წლის 22 ოქტომბრისთვის, ჩვენი საშუალო შედეგობრივი შეფასებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის საერთო ჯამმა 16.5 მილიონი (10.2 მილიონიდან 19.2 მილიონამდე) შეადგინა, რაც 3.3-ჯერ აღემატებოდა ოფიციალური დათვლის მონაცემებს. უკუთვლის პრინციპით და ვარაუდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ფატალური ინფექციების წილი, ძალზე უხეში დათვლით, ეს სიკვდილიანობა არის 1.5-3.6-მილიარდიანი ინფიცირების შედეგი, რაც 6-15-ჯერ აღემატება დაფიქსირებულ რიცხვს.

ინფიცირებების შემთხვევებისა და ვაქცინაციის ერთობლიობა ხსნის, მაგალითად, თუ რატომ შეიძლებოდა ბრიტანეთში, შემოდგომაზე, მოზრდილების 93%-ში "კოვიდის“ საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოჩენილიყო. ბრიტანეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ხელახალი ინფიცირება შესაძლებელია, თუმცა ვირუსთან ყოველი შეხების შედეგად, იმუნური სისტემა უკეთ იწრთობა მის მოსაგერიებლად.

ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება თავდაყირა დააყენოს ახალმა სახიფათო ვარიანტმა. ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას და რაც უფრო მეტად ცირკულირებს, მით მეტია ახალი ინფექციური შტამის გაჩენის ალბათობა. თუმცა, მაშინაც კი, თუ ომიკრონისა და Rho-ს ვარიანტები იფეთქებს, "დელტაზე“ მომაკვდინებელი შეიძლება არ იყოს. გარდა ამისა, არსებული მკურნალობა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ეფექტიანობას, ხოლო ვირუსის მუტაციის გათვალისწინებით, ვაქცინებში მცირედი ცვლილების დროული შეტანა შესაძლებელი იქნება.

 

რიგითი ენდემური დაავადება

ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანები "კოვიდით“ უფრო მეტად დაიღუპებიან ხანდაზმული ასაკის, სუსტი ჯანმრთელობის, აუცრელობის ან იმის გამო, რომ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. რიგ შემთხვევებში ადამიანები კვლავ დაუცველნი დარჩებიან, რადგან თავად ამბობენ უარს შეთავაზებულ ვაქცინაციაზე - ეს ჯანდაცვის კუთხით განათლების მარცხია. მეორე მხრივ, მდიდარი ქვეყნები ვაქცინებს იმარაგებენ და ღარიბთა დასახლებებში ან მიუდგომელ ადგილებში ვაქცინების მიწოდება რთულია. საარსებო სუბსტანციები განადგურდება და მრავალი სიცოცხლე მოისპობა იმ უსაფრთხო ინიექციების უქონლობის გამო, რაც მხოლოდ რამდენიმე დოლარი ღირს.

"კოვიდი“ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, 2023 წლისთვის ის უკვე აღარ იქნება სიცოცხლისთვის საშიში დაავადება განვითარებული სამყაროს მოსახლეობის უმეტესობისთვის. ის კვლავ მომაკვდინებელ საფრთხეს შეუქმნის მილიარდობით ადამიანს გაჭირვებულ ქვეყნებში. თუმცა, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას ბევრი სხვა გარემოების შემთხვევაშიც. "კოვიდი“ ადგას გზას, გახდეს უბრალოდ რიგითი დაავადება.  

  

ედვარდ კარი, რედაქტორის მოადგილე, The Economist