ფულის კვალდაკვალ
ევროკავშირი იბრძვის თავისი ფისკალური წესების განახლებისთვის
ევროპამ 2010-2012 წლების ფინანსურ კრიზისს გაუთავებელი შეცდომებით უპასუხა. ევროზონა შეთანხმდა მკაცრი პოლიტიკის დასჯაზე, როგორც სამაშველო პაკეტების საზღაურზე, და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ყველაზე ცუდ მომენტში გაზარდა. შედეგი იყო ორმაგი დაღმასვლის რეცესია, ინვესტიციების მკვეთრი შემცირება და, ზოგიერთ ქვეყანაში, უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამჯერად საპასუხო რეაქცია უფრო გონივრული იყო. როდესაც Covid-19-მა ეკონომიკას დაარტყა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გააძლიერა ობლიგაციების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირმა შეაჩერა ფისკალური შეზღუდვები, რამაც მთავრობებს საშუალება მისცა თავისუფლად დახარჯონ ფული სოციალური დაცვის სხვა სქემებზე.
მომავალი წელი აჩვენებს, თუ როგორ და რამდენად შეიცვალა ყველაფერი. Covid-19-მდეც კი, 1990-იან წლებში შედგენილი SGP-ის შეზღუდვები სახარბიელოდ არ გამოიყურებოდა დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და მაღალი საინვესტიციო საჭიროებების მქონე ქვეყნებისთვის. გაუთავებელმა ცვლილებებმა სამართლებრივი მხარე თავდაყირა დააყენა, ისე, რომ მხოლოდ ექსპერტებს შეეძლოთ ამაში გარკვევა. ახლა, ისეთი ქვეყნები, როგორიც მაგალითად იტალიაა, მშპ-ის 160%-იან ზღვარს უახლოებენ მთლიან ვალს. არსებული წესები, რომელიც 2023 წელს დაბრუნდება, თეორიულად ავალდებულებს იტალიას გამოიყენოს მთავარი ბიუჯეტის პროფიციტი ხუთი პროცენტული პუნქტის რაოდენობა − "სადამსჯელო“ ფორმა მკაცრი პოლიტიკისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საღ აზრს.
მაგრამ მთავრობებმა უნდა გამონახონ საერთო ენა, ხოლო SGP-ის რეფორმები გამყოფია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებები საშუალებას მისცემს გადაწყვეტილების მიმღებებს, პაქტის საორიენტაციო მაჩვენებლები შეიცვალოს, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდოს მთავრობის ფისკალური დეფიციტი 3%-მდე და მთლიანი ვალის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-მდე. ქვეყნები, როგორებიცაა იტალია და საფრანგეთი, მოითხოვენ ცვლილებების შემუშავებას, რომლებიც, მაგალითად, შეუმსუბუქებენ ვალში მყოფ ქვეყნებს ცვლილებებისკენ მიმავალ გზას − შესაძლოა, მთავრობებს თავად მისცენ უფლება ნიშნულები განსაზღვრონ. ევროკავშირის "მოერგე 55-ს“ კლიმატის მიზნების მისაღწევად, ზოგიერთი მთავრობა გამოიყენებს ცნობილ "ოქროს წესს“, რითაც გამორიცხავენ კლიმატის ცვლილებების აღმოსაფხვრელად დახარჯულ თანხებს დეფიციტის ანგარიშისას.
ევროკავშირის დუნე საკანონმდებლო პროცედურები დროულად არ ამოქმედდება 2023 წლის წესების შესაცვლელად. ამასობაში მთავრობებს დასჭირდებათ ბრიუსელის შეხედულებების მოსმენა იმის შესახებ, გაივლის თუ არა საერთო შეხვედრებს მათი შემოთავაზებული იმ წლის ბიუჯეტები.
დებატები გაგრძელდება ეკონომიკური აღდგენის რისკის ფონზე, მათ შორის მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების გაგრძელებით, რომლის მიმართ დაუცველნი არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც დიდი საწარმოო სექტორი აქვთ, მაგალითად, გერმანია. პანდემიასთან დაკავშირებულმა მოგზაურობამ და კონტაქტების შეზღუდვამ შესაძლოა შეაჩეროს ზრდა. ამასობაში ევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წელს შეამცირებს სტიმულის პაკეტების ნაწილს.
შემდეგი თაობის ევროკავშირი (NGEU) და მისი 800 მილიარდი ევროს (930 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის ვალით დაფინანსებული საინვესტიციო გეგმა, აიღებს ეკონომიკური სტრესის ნაწილს. 2022 წელს ევროკომისია გრანტების სახით გამოყოფს დაახლოებით 55 მილიარდ ევროს, განსაკუთრებით დიდი თანხებით იტალიასა და ესპანეთში. მეტი გრანტი იქნება 2023 და 2024 წლებში. ვალის დაფარვისთვის მთავრობები განიხილავენ ევროკავშირის "საკუთარი რესურსების“ (საერთო გადასახადების) გაზრდას, შესაძლოა, ქვეყნებიდან იმპორტზე გადასახადების დაწესებით, გარდა ნახშირბადის ფასისა ან ევროკავშირის საკუთარი ემისიებით ვაჭრობის სისტემაში ცვლილებების შეტანის გზით. მაგრამ ასეთი ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო ერთსულოვნება ზოგადად ილუზიური აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხებზე დებატები სერიოზულად დაიწყება 2022 წელს.
ასე იქნება მეორეც. ბრიუსელი დიდი ხანია ცდილობს უპასუხოს წევრ მთავრობებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გაარღვიონ ევროკავშირის სამართლებრივი წესრიგი, მაგალითად, უნგრეთი და პოლონეთი. 2022 წელს ბრიუსელი ფსონებს დადებს NGEU-დან ან თუნდაც ევროკავშირის რეგულარული ბიუჯეტიდან გადახდების შეფერხებით. ეს ქმედება გააღიზიანებს მთავრობებს, რომლებიც ბრიუსელის ევროკრატებს მჩაგვრელებად აღიქვამენ და აწუხებენ ლიდერებს, რომლებიც ღელავენ ევროკავშირის ერთიანობაზე, მაგრამ დაარწმუნებს გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი არ იხდიან, რადგანაც კავშირისთვის ძირის შიგნიდან გამოთხრა უნდათ.
ტომ ნუტალი, ბერლინის ბიუროს უფროსი, The Economist, ბერლინი