სტრატეგიული რა?

ევროკავშირი გაარკვევს, რას ნიშნავს სინამდვილეში "სტრატეგიული ავტონომია“ და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი

  

ევროკავშირის ოფიციალური პირის ინტერვიუ ზოგჯერ შესაძლოა ჰამპტი დამპტის გამოკითხვას ჰგავდეს. ნაწარმოებში "ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ცნობილმა მოუხერხებელმა კვერცხმა განმარტა: "როცა სიტყვას ვიყენებ, მას აქვს ის მნიშვნელობა, რასაც მე ვირჩევ, რომ ჰქონდეს, არც მეტი, არც ნაკლები“. ევროკრატები მოიწონებდნენ ამას. არასაიმედო ამერიკასა და მზარდ ჩინეთს შორის ლავირების მცდელობისას, ევროკავშირი შეჩერდა ფრაზაზე, რათა თავისი ახალი, სახელმძღვანელოდქცეული მანტრა შეეჯამებინა: სტრატეგიული ავტონომია. სამწუხაროდ, არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი. მისი ნამდვილი განმარტების მოფიქრება 2022 წლის ამოცანა იქნება.

ნაწილობრივ, ეს არის უფრო მეტად ეკონომიკური მცდელობა და ამ სფეროში ევროკავშირის მთავრობებს შორის შედარებითი ჰარმონია იქნება. მიკროჩიპების მსგავს საკითხებში ევროკავშირის თვითკმარობის გაძლიერებისადმი ცვალებადი მხარდაჭერა აქვს თავისუფალი ვაჭრობის მქონე ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია და ნიდერლანდების სამეფო. პანდემიამ გამოავლინა, რომ მიწოდების ჯაჭვები შესაძლოა მყიფე იყოს.

ჩინეთში მოქმედი ევროპული ბიზნესები ჩაიფუშა, რადგან მათი ინტელექტუალური საკუთრება მოიპარეს. სანამ ის პოლიტიკა არ არის გამოაშკარავებული, რომ უძლური ევროპული საწარმოებიდან ფულის შოვნის ხრიკები მოქმედებს, ლიბერალური ქვეყნები მხარს აუბამენ. შედეგი იქნება ის, რომ ევროპის ეკონომიკა ნაკლებად გახდება დამოკიდებული იმპორტზე.

ემანუელ მაკრონი, ევროპული სტრატეგიული ავტონომიის მტკიცე დამცველი, გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი მეორე ვადით და მას აქვს შანსი, კონტინენტის ყველაზე თვალსაჩინო ლიდერად ჩამოყალიბდეს. ბატონი მაკრონის დროს საფრანგეთმა გაზარდა საკუთარი გავლენა ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ "მწვერვალის საფრანგეთი“ ჯერ კიდევ შორს არის.

საფრანგეთის გავლენის გამოცდა იქნება "სტაბილურობისა და ზრდის პაქტით“ გათვალისწინებული მომავალი რეფორმები. წესების ცვლილება, რომელიც მთავრობებს უკარნახებს, თუ რამდენის დახარჯვას შეძლებენ, იქნება 2022 წლის მთავარი ფისკალური ბრძოლა. საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი დიდი ხანია მოუწოდებენ რეგულაციების შემსუბუქებისკენ. გერმანია და ნიდერლანდები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს ისე, როგორც ახლა არის.

ხარჯვის წესების დალაგება იქნება 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებს შორის. ჰამპტი დამპტისებრი მოძრაობებით, პაქტმა არ უზრუნველყო არც სტაბილურობა და არც ზრდა: გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას შორის გაჩნდა დიდი ნაპრალი ეკონომიკების ზრდის ტემპში, შემდგომ მწვავე პოლიტიკურ რეაქციასთან ერთად. ევროკავშირი ძალაუფლებას ეკონომიკური გავლენით იძენს. მიუხედავად ყველა მისი მცდელობისა, გააძლიეროს თავისი გავლენა საზღვარგარეთ, სტრატეგიული ავტონომია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოაგვარებს საქმეებს შინ.

დუნკან რობინსონი, ბრიუსელის ბიუროს უფროსი და შარლემანის მიმომხილველი, The Economist