დრაგის არჩევანი
იტალიის პრემიერმინისტრი დარჩება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას?
2022 წელს იტალია მინიმუმ ერთ მნიშვნელოვან არჩევნებს ჩაატარებს, შესაძლოა ორსაც. გარდაუვალი კი ნამდვილად ერთია − სერხიო მატარელას შემცვლელი პრეზიდენტის არჩევნების, რომელსაც ვადა 2 თებერვალს ეწურება. იტალიის პრეზიდენტი დროის დიდ ნაწილს გახსნის ცერემონიების ლენტების ჭრაში, ჯილდოების გადაცემასა და უხერხულ გამოსვლებში ატარებს, მაგრამ სერხიო (იტალიას არასოდეს ჰყოლია პრეზიდენტი ქალი) ასევე დიდ უფლებამოსილებებსაც ფლობს. სწორედ პრეზიდენტი ხსნის პარლამენტს და ნიშნავს პრემიერმინისტრს. და მარიო დრაგის, ამჟამინდელ პრემიერმინისტრს (სურათზე), როგორც თანამოაზრეები ამბობენ, სურს იგივე.
ბევრ იტალიელს უნდა, რომ ის დარჩეს იქ, სადაც უკვე არის. იტალიის წინაშე რთული ამოცანა დგას − ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდებიდან გამოყოფილი 200 მილიარდ ევროზე მეტი (232 მილიარდი დოლარი) დახარჯოს არა მხოლოდ გონივრულად, არამედ სწრაფად. ვინ, თუ არა ბატონი დრაგი, შეძლებს უკეთ გააკონტროლოს პროცესი? − ის ხომ ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტია?
2021 წლის თებერვალში თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, როგორც წარმოუდგენლად ერთგვაროვანი კოალიციის ლიდერი, რომელიც მოიცავს რადიკალური მარცხნიდან პოპულისტურ მემარჯვენეებამდე ყველა სეგმენტს, უაღრესად არადემონსტრაციული, მაგრამ შესანიშნავად მოლაპარაკე ბატონი დრაგი, აშკარად გახდა იტალიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი.
მის დარჩენაზე მსურველების მებრძოლთა სათავეში ენრიკო ლეტა იყო. ყოფილი პრემიერმინისტრი, ბატონი ლეტა დაბრუნდა ნებაყოფლობითი გადასახლებიდან, რათა ხელში აეღო მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის (PD) ხელმძღვანელობა ახლანდელი მთავრობის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ. თუ ბატონი დრაგი დარჩება მომავალ საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც უნდა ჩატარდეს 2023 წლის მარტამდე, ის არა მარტო დიდხანს და სტაბილურად დარჩება სათავეში, არამედ ბატონ ლეტას მეტ დროს მისცემს თავისი პარტიის ბედუკუღმართობის მოსატრიალებლად.
მანამდე, ბატონი დრაგის დასაწინაურებლად ყველაზე ხმამაღლა მემარჯვენეები საუბრობდნენ: მატეო სალვინისგან, პოპულისტური ჩრდილოეთ ლიგისგან (ირონიულია, რომ მას შემდეგ მისი პარტია ოპოზიციაშია) და ულტრამემარჯვენე პარტია "იტალიის მოძრაობის ძმები“ ჯორჯია მელონისგან. მაგრამ მათ მხარდაჭერას აუცილებელი პირობაც ჰქონდა, რომ ბატონი დრაგის დაწინაურების შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
გამოკითხვის შედეგად, ჯამში 40%-იანი რეიტინგი მემარჯვენეებს არწმუნებდა დამაჯერებელ გამარჯვებაში, რომელშიც ერთ დროს სილვიო ბერლუსკონის ძლიერი პარტიის − Forza Italia-ს წვლილით, საერთო საპარლამენტო უმრავლესობაც შეიკვრებოდა. მაშინაც კი, თუ ბატონი დრაგი კვლავ პრემიერმინისტრად დარჩება, სავსებით შესაძლებელია, იტალიელი პოლიტიკოსების მხრიდან ზამთრის კამპანიისადმი ზიზღიანი დამოკიდებულების გათვალისწინებით, საყოველთაო არჩევნები შემოდგომისთვის დაიგეგმოს.
", იტალიისა და ვატიკანის კორესპონდენტი, The Economist, რომი