საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილება საქართველოში: “კარფურის“ 10 წელი ქართულ ბაზარზე
წელს, “კარფური“, საქართველოში წარმოდგენილი კომპანია “მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ქართულ ბაზარზე ოპერირების 10 წელს აღნიშნავს. დაარსების დღიდან, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა, საერთაშორისო გამოცდილების წყალობით, აამაღლა საცალო ვაჭრობის სტანდარტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფრანგულმა ბრენდმა განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო, მათ შორის:
ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვანი წვლილი
ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ “კარფური“ საერთაშორისო ბრენდია, ქვეყანაში ჩვენს 3000 თანამშრომელს შორის 99,5% ქართველია, უმეტესობა კი − ქალი.
მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით დავაარსეთ როგორც სწავლებისა და განვითარების ცენტრი, ასევე საცალო გაყიდვების ბიზნესსკოლა ჩვენი მენეჯერების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ვამაყობთ მათ მიერ მიღწეული პროგრესითა და კარიერული წინსვლით.
ადგილობრივი ფერმერებისა და მომწოდებლების გაძლიერება
ჩვენი ბრენდი აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ მწარმოებლებსა და ფერმერებს მათი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზებაში. ქართულ ბაზარზე შემოსვლის დღიდან კარფურთან ერთად 800-ზე მეტი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი გაიზარდა, რამაც თავისი წვლილი შეიტანა როგორც ადგილობრივ ეკონომიკაში, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
დაგროვების პროგრამა MyCLUB
“კარფურის“ დაგროვების პროგრამა MyCLUB-ი ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დააგროვონ ქულები შოპინგის დროს, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით და დაგროვილი ქულებით გააკეთონ სასურველი შენაძენი “კარფურის“ ნებისმიერ ფილიალში ან თუნდაც ონლაინ, “კარფურის“ ახალი აპლიკაციის საშუალებით.
შეაგროვეთ მეტი, დაზოგეთ მეტი! − MyCLUB-ის მთავარი დევიზია.
MAF Carrefour Ð "კარფურის“ მიტანის სერვისის აპლიკაცია
იმისათვის, რომ “შოპინგი“ მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გაგვეხადა, წელს შევიმუშავეთ ახალი აპლიკაცია − “კარფურის“ მიტანის სერვისი.
MAF Carrefour Ð “კარფურის“ მიტანის სერვისის აპლიკაცია სთავაზობს მომხმარებლებს შესაძლებლობას, შინიდან გაუსვლელად მიიღონ 5000-ზე მეტი პროდუქტი. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია თბილისში და 4 ივლისიდან უკვე ბათუმის მომხმარებლებიც შეძლებენ მიტანის მოქნილი სერვისით სარგებლობას.
ახალი აპლიკაციის გამოყენებისას ერთგულ მომხმარებლებს MyCLUB-ის ქულების დაგროვებისა და გამოყენების საშუალებაც ეძლევათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ახალი აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს აქვთ სრული ინფორმაცია “კარფურის“ ყველა აქციასა და შემოთავაზებაზე.
თვითმომსახურების სისტემის დანერგვა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის
მომხმარებლების დროისა და ფინანსების დაზოგვა “კარფურის“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პანდემიის დროს თვითმომსახურების სალაროები შემოვიღეთ, ბევრად სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო შოპინგისთვის. ვგეგმავთ ამ სერვისის გაფართოებას სულ უფრო მეტ ფილიალში საქართველოს მასშტაბით.
სწრაფი ფიზიკური და ციფრული გაფართოება
სწრაფად ვფართოვდებით როგორც ფიზიკურად, ასევე ციფრული მიმართულებით. დღეს “კარფური“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ჰიპერმარკეტით, 13 სუპერმარკეტით და 50-ზე მეტი მცირე ფორმატის (Carrefour City) მაღაზიით.
მალე ჩვენი ახალი ჰიპერმარკეტი გაიხსნება გორში, ასევე, ვგეგმავთ შედარებით პატარა ჰიპერმარკეტის გახსნას ზუგდიდში. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას სხვადასხვა რეგიონში და ვზრდით დასაქმების პერსპექტივებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
გარემოზე ზრუნვა: ბრენდის მდგრადი განვითარების სტრატეგია
ბრენდის მდგრადი განვითარებისა და გარემოზე ზრუნვის სტრატეგიის ფარგლებში, “კარფურმა“ პირველმა წარადგინა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების სხვადასხვა ალტერნატივა.
“კარფურის“ მრავალჯერადი მოხმარების ჩანთების დიზაინის შერჩევაში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები.
კამპანიის დაწყების დღიდან, “კარფურის“ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების გაყიდვები 120 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ერთჯერადი გამოყენების პარკების მაჩვენებელი 80 პროცენტით შემცირდა. კამპანიის დროს 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი წახალისდა.
აქტიურად ვმუშაობთ “მწვანე“ მიმართულებით, რათა გავზარდოთ ცნობიერება გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სწორედ ამიტომ, მრავალ სხვა აქტივობასთან ერთად, შევქმენით პირველი გასაფერადებელი წიგნი ბავშვებისთვის, გარემოზე ზრუნვის მიმართულებით.
“კარფურის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა 50-ზე მეტი CSR-პროექტი განახორციელა. მაქსიმალურად ვცდილობთ ერთჯერადი საქველმოქმედო პროექტებით არ შემოვიფარგლოთ და მდგრადი კამპანიები ვახორციელოთ − როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, არა მხოლოდ საქველმოქმედო მიმართულებით, არამედ ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო განვითარების ხელშეწყობით.
გარდა იმისა, რომ “კარფური“ აქტიურად არის ჩართული საკომუნიკაციო კამპანიებში, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე და ზრდასრულებზე ცნობიერების ასამაღლებლად, აღსანიშნავია, რომ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ მათი სოციალური ინტეგრაციისთვის და აქტიურად ვასაქმებთ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ჩვენს კომპანიაში. დღესდღეობით 30-ზე მეტი შშმ-პირი არის სრულად ინტეგრირებული “კარფურის“ გუნდში და ამ ციფრზე გაჩერებას არ ვაპირებთ.
ასევე მოხარულები ვართ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) ინიციატივით “კარფური“ გახდა ბიზნესის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ეს გახლავთ ინოვაციური პლატფორმა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრისა და საზოგადოების კონტექსტში. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევიტანთ მნიშვნელოვან წილს საქართველოში მცხოვრები ბავშვების უკეთესი მომავლისთვის.
დასასრულ, ვამაყობთ, რომ “კარფურმა“ მოახერხა თავისი საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებისა და თანამედროვე საცალო ვაჭრობის საქართველოში შემოტანა. ქვეყანაში დაფუძნების დღიდან, კონკურენტებიც კი ცდილობენ, ჩვენი მაგალითის საფუძველზე გაუმჯობესდნენ და განვითარდნენ, ჯანსაღი კონკურენცია კი გვეხმარება, უფრო მძლავრად ვიმოქმედოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი საქმიანობა საერთო მიზანს ეფუძნება − მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ საზოგადოება, რომელსაც ვემსახურებით, ასევე, გავაძლიეროთ ეკონომიკა და სოფლის მეურნეობის სექტორი. l