თიბისი ლიზინგი: 19 წელი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის
ეკონომიკის განვითარება მუდმივი, ტრანსფორმაციული პროცესია, რომელიც შესაბამისი ინსტრუმენტების გარეშე კარგავს მოქნილობას და ნაკლებად ეფექტური ხდება. როგორც უცხოური პრაქტიკა გვიჩვენებს, ლიზინგი დაფინანსების ის აპრობირებული გზაა, რომელიც სტარტაპებს მცირე ბიზნესებად, მცირე ბიზნესებს კი სფეროს მსხვილ მოთამაშეებად აქცევს. შესაბამისად, ქართულ რეალობაში მისი წარმატებით გამოყენება მნიშვნელოვან სიკეთეს ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სექტორი ნაკლებად განვითარებულია, მისი ნამდვილი პიონერი − თიბისი ლიზინგი, წარმატებული საქმიანობის მე-19 წელს ითვლის. კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ბიზნესის განვითარებაში. ამასთანავე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახალ სიტყვას ამბობს ×მწვანე“ ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით.
მომავალ წელს ჩვენი კომპანია არსებობის 20 წელს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში თიბისი ლიზინგმა შეძლო მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე, მთლიანად ქართული ეკონომიკისთვის.
კომპანიის საბაზრო წილი 76%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს 5 000 კმაყოფილ მომხმარებელს და ჩვენი ქვეყნისთვის მოზიდულ 250 მილიონ ლარამდე ინვესტიციას, საიდანაც 200 მილიონი უცხოური რესურსია, რომელიც ჩვენს პარტნიორებში დავაბანდეთ.
ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია მზარდად ვითარდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდა და დღეს თიბისი ლიზინგს 150-მდე ადამიანისგან შემდგარი გუნდი ქმნის, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
მეტიც − კომპანია კვლავ ინარჩუნებს BB-ს, უმაღლეს საკრედიტო რეიტინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, მინიჭებულს გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ, რაც საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს წვდომა, სტაბილურობა და პირდაპირი მოლაპარაკება უცხოელ ინვესტორებთან და კრედიტორებთან.
თიბისი ლიზინგი აფინანსებს კომპანიებსა და სტარტაპებს შემდეგი სფეროებიდან: მედიცინა, მშენებლობა, დეველოპმენტი, სერვისი, გზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, HoReCa, მსუბუქი მრეწველობა, განახლებადი ენერგია, ავტომობილები, ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია და ა.შ. ვაფინანსებთ თითქმის ყველა სფეროს.
გარდა ამისა, ბოლო დროს დავიწყეთ სპეციალური, საქართველოში ფაქტობრივად უანალოგო, ინოვაციური პროდუქტების დანერგვა, როგორიცაა მზის პანელების დაფინანსება, მძიმე და მსუბუქი ავტომობილების საოპერაციო ლიზინგი, კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი და სხვა.
მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ავტომობილების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. დღეს, ნებისმიერ იურიდიულ პირს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს, შეუძლია ისარგებლოს საოპერაციო ლიზინგით, რაც იმას გულისხმობს, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ოფიციალური მესაკუთრე, პასუხისმგებელია ავტომობილის სრულად მოვლა-შენახვაზე, ბიზნესი კი ჩვეულებრივ სარგებლობს ავტოპარკით. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოქნილობის წყალობით, ახლა ბაზრის 30-35%-იან წილს ვფლობთ.
თიბისი ლიზინგის საქმიანობა აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენადაც ლიზინგით შეძენილი აქტივები პირდაპირი ინვესტიციებია ეკონომიკაში. შედარებისთვის, ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე ლიზინგის წილი მშპ-ში 4%-ია, საქართველოში კი − 1%-მდე. ჩვენ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ ქართულ სტარტაპებს, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარებისა და ×აწარმოე საქართველოში“ სააგენტოებთან.
2020 წელს ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმას დაემატა ლიზინგის განვითარება, რაც პანდემიის გამო გარკვეულწილად შეფერხდა, თუმცა ახლა სახელმწიფო ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.
ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან სალიზინგო კომპანიას საქართველოში, შესაბამისად გვაქვს ამბიცია განვავითაროთ ბაზარი და დაფინანსების ამ ინსტრუმენტის შესახებ ცნობიერება. აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფოსთან ერთად და ვცდილობთ ამ სფეროს სწორი და საინტერესო განვითარების უზრუნველყოფას.
ქვეყანაში ჩვენ მიერ მოზიდული მთლიანი რესურსია 250 მილიონი, საიდანაც 200 მლნ არის უცხოური ინვესტიცია, რომელსაც კომპანია იყენებს კლიენტების დასაფინანსებლად. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ამიტომაც ვართ ასეთი ერთგულები ჩვენი საქმისადმი.
რაც შეეხება ზოგადად ლიზინგის სფეროში არსებულ მდგომარეობას, პანდემიამდე ბაზარი 20%-ით იზრდებოდა. პანდემიის გამო 2020 წელს ბაზარი შემცირდა, რადგან პრობლემები გაჩნდა ყველა სფეროში. თუმცა, 2021 იყო ზრდის წელი ჩვენი კომპანიისა და ბაზრისთვის. ბაზარი თითქმის 10%-ით გაიზარდა. წელს, 2022 წლის პირველი კვარტალი რთული იყო რუსეთ-უკრაინის ომის გამო. თუმცა, მეორე კვარტალი უფრო აქტიური გამოდგა როგორც ჩვენს კომპანიაში, ასევე ბაზარზე, რაც ამ ბიზნესისთვის დადებითი ტენდენციაა. ამ კვარტალში ჩვენი კომპანიისგან 63 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ჩვენი განვითარების სამომავლო გეგმები ითვალისწინებს კიდევ უფრო მეტი ექსკლუზიური, ინოვაციური პროდუქტისა და ციფრული სერვისის დანერგვას. ასევე, ვრჩებით ×მწვანე“ ეკონომიკის მხარდამჭერ ერთ-ერთ ლოკომოტივად და ვგეგმავთ გავზარდოთ ინვესტიცია ალტერნატიული ენერგიის მიმართულებით. რაც მთავარია, თითოეული ნაბიჯი ემსახურება თიბისი ლიზინგის უმთავრეს მისიას − გაუმარტივოს ცხოვრება მომხმარებელს. l