,,დიდი ხანია საქართველოს ევროპული ტურიზმის მომავალ ცენტრად ვუყურებთ და NEXT GROUP-ის ახალგაზრდა გუნდმა, მათმა ნოუჰაუმ ეს აღქმა ასმაგად გაგვიმყარა“
ჩვენი რედაქციის სტუმარი, მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილეს ქსელ Wyndham Hotels & Resort-ის პრეზიდენტი, ბატონი დიმიტრის მანიკისია.
ქართული საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია Next Group-ის პროექტის ფარგლებში, 2024 წელს 5-ვარსკვლავიანი ×ვინდამ რეზიდენსი“ გონიოს სანაპიროდან ოციოდე მეტრში აღიმართება.
ბატონო დიმიტრის, ×ვინდამის ქსელი“ 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო, თუმცა გონიოს ×ვინდამ რეზიდენსის“ შეთავაზება განსხვავებულია − საცხოვრებელი აპარტამენტები სასტუმროს მომსახურებით. მიგაჩნიათ, რომ სხვა ტრადიციული ბრენდებიც ამ ბიზნესმოდელით გააგრძელებენ ზრდას და განვითარებას?
ერთი სიტყვით − დიახ. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ იმ ფორმით, როგორითაც მას აქამდე ვიცნობდით, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. პანდემია მტკივნეული, თუმცა კარგი ეკონომიკური გაკვეთილი გამოდგა და ბევრი ბიზნესი დააფიქრა კომერციული მოდელის მოქნილობასა და ეფექტიანობაზე. მათ შორის ჩვენც. უფრო დაკვირვებით გავაანალიზეთ ე.წ. ბრენდული რეზიდენციების ბოლოდროინდელი წარმატება მსოფლიო ბაზარზე და საინტერესო დასკვნამდე მივედით − ამ შეთავაზების უნიკალურობა თავისუფლებაშია. ის აძლევს ადამიანებს საშუალებას იცხოვრონ შინ, სახლიდან შორს. ეს უდავოდ შესაძლებლობის ის ფანჯარაა, რომელიც ჩვენ, მსოფლიო ბრენდებმა, ჩვენი ხარისხის სტანდარტით ახალ მწვერვალებზე უნდა ავიყვანოთ, და ასეც მოხდება.
შინ, სახლიდან შორს და ოჯახური რუტინების გარეშე?
ზუსტად! ოღონდ წარმოიდგინეთ, რომ რუტინებზე საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია ზრუნავს, საერთაშორისო გამოცდილებით, განსაკუთრებული ყურადღებით დეტალების მიმართ. თქვენ კი გრჩებათ ქონება, კომფორტი და თავისუფლება, ერთად. გადაწყვეტთ მეგობრებთან ერთად საღამოს შინ გატარებას? თქვენი კულინარიული ნიჭით დააპირებთ მათ გაოცებას? იდეალური! აპარტამენტი მრავალგზის გადააზრებული მსოფლიო სტანდარტის მიხედვითაა კეთილმოწყობილი და სრულად აღჭურვილი. აქ, ოჯახური შეკრებების ორგანიზება ცალკე სიამოვნება იქნება.
რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც Next Group-ის გონიოს პროექტში ჩართვა გადაგაწყვეტინათ?
პირველ ყოვლისა Next Group-ის გუნდი. იშვიათად შევხვედრივარ საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე ასე შეყვარებულ ახალგაზრდებს. მოგვეწონა მათი სულისკვეთება, ხედვები და ცხადია, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. თამამად ვიტყვი, რომ ×ვინდამში“ განებივრებულები ვართ პროფესიონალებთან მუშაობით, მაგრამ Next-ის ნოუჰაუმ და ადგილობრივი ბაზრის ნიუანსების უნატიფესმა ცოდნამ თავიდანვე სასიამოვნოდ გაგვაკვირვა.
გონიოზე რას გვეტყვით?
გონიოს ციხესიმაგრე ცოცხალი მტკიცებაა იმისა, რომ საქართველო ანტიკური ევროპის ნაწილი იყო. დღეს კი მსოფლიო ტურიზმის მომავალ ცენტრად ვუყურებთ და Next Group-ის გუნდმა ეს აღქმა ასმაგად გაგვიმყარა. ისტორიული მნიშვნელობის მიღმა, გონიო საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ჩვეულებრივი, ხმაურიანი ტურისტული გარემოდან მოშორებით სურს დასვენება. ზღვის წყალი სუფთაა, კურორტი მთებითაა გარშემორტყმული. ალბათ ბუნებრიობაა ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს გონიოში და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი სტუმრებიც დააფასებენ. უნდა აღვნიშნო, რომ თურქეთის საზღვართან სიახლოვეც მნიშვნელოვანი უპირატესობაა მეზობელი დამსვენებლის მოსაზიდად. იმედი მაქვს, ჩვენს ბიზნესში ყველაფრისმთქმელ სიტყვებს − ×კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ×ვინდამში“, გონიოს კომპლექსის პირველ სტუმრებს თავად ვეტყვი. მათი თვალები კი მე ყველაფერს მეტყვიან.
სამორინეს გახსნასაც გეგმავთ?
დიახ. განსაკუთრებულ აქცენტს ვამახვილებთ ე.წ. ბიზნეს-მოგზაურებზე და არა მხოლოდ სამორინესა და გართობის მიმართულებით. გვსურს ×ვინდამ რეზიდენსი“ საუკეთესო ადგილად იქცეს შეხვედრებისთვის. ამისთვის ვაკეთებთ საკონფერენციო დარბაზებს, უმაღლესი კლასის რესტორანს − მოკლედ ყველაფერს, რაც გონიოს კომპლექსს კუთვნილ სახელს დაუმკვიდრებს და ეს სახელი გაიგივებული იქნება მხოლოდ ხარისხთან.
ფიქრობთ, რომ თქვენს მაგალითზე სხვა გლობალური ბრენდებიც მალე გააქტიურდებიან საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე?
Next Group-ის მიზანიც სწორედ ეს არის და დარწმუნებული ვარ, წარმატებასაც მიაღწევენ. ჩვენ საკუთარი თავის, ჩვენი ბრენდის, ჩვენი იდეალების გვწამს. დასვენებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ×ვინდამის“ ოჯახის თითოეული წევრისა და მთელი ბრენდის რეპუტაციით არის გამყარებული. ისევ Next Group-ის ხალხს დავესესხები და მათივე სიტყვებს გავიმეორებ: ახალი გონიოს ისტორიის პირველ ფურცელს, 2024 წელს Next Group-ი და ჩვენ ერთად დავწერთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. l