HEBASHI HOLDING GROUP-ის მფლობელი ჰანი ჰებაში საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებისა და ახალი პროექტის შესახებ
იმის მიხედვით, რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახე, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ყოველივე ეს ნამდვილად გვაძლევს დიდ იმედს. მჯერა, რომ მომავალი წლები პერსპექტიული იქნება ეკონომიკის კუთხით, იმ მიღწევებით, რაც საქართველოს ახლო მომავალში ელის. ადამიანი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ არ იქნება რეალური სურვილი. სწორედ ეს სურვილია ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს და ეხმარება ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, დავიწყეთ მუშაობა ინვესტიციების, კონსულტაციებისა და უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ დავინახეთ საქართველო, როგორც მზა მიმართულება ინვესტიციების დასაწყებად, რადგან აქ ბიზნესის წამოწყება ძალიან მარტივია − საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვმუშაობდით 2020 წლამდე, სანამ პანდემია დაიწყებოდა. რა თქმა უნდა, პანდემიამ ძლიერ იმოქმედა მთელ მსოფლიოზე, მათ შორის ჩვენს ბიზნესზეც, თუმცა ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს გამოწვევებს.
რაც შეეხება უშუალოდ Hebashi Holding Group-ს, მას შეეძლო შეენარჩუნებინა თავისი ფინანსური მდგომარეობა გასულ პერიოდებში ინვესტიციების დივერსიფიკაციის გზით ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე, რამაც ხელი შეუწყო მისი ფინანსური მაჩვენებლებისა და ოპერატიული საქმიანობის მუდმივ ზრდას. ახლა კი მას მოგებისა და მიღწევების პერიოდი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ უწყვეტი და მკაფიო ნაბიჯებით, რათა მივაღწიოთ კომპანიის ხედვას იმ პროექტების დაგეგმვისა და ფაქტობრივი შესწავლის გზით, რომლებიც უნიკალურია ბრწყინვალებით, ინოვაციებით, და ემსახურება საზოგადოების უდიდეს სეგმენტს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილებას. Hebashi Holding Group-ის წარმატების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ყველანი ერთი მიზნისთვის ვშრომობთ და ვიბრძვით. Hebashi Holding Group-ის დაარსების ხედვა და მისია არის იდეების განხორციელება, რომლის მიღწევაც მსურს საქართველოში. მე მჯერა, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული. შესაბამისად, საქმე არ გახლავთ მხოლოდ ბიზნესში, ეს არის ის, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ქართული საზოგადოების ნაწილი და როგორ გავაკეთოთ საქმეები უკეთ.
ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტ Batumi Pearl-ზე. ვფიქრობ, 2021 წელი ნამდვილად იმედისმომცემი იყო ჩვენთვის, რადგან მოგვეცა საშუალება 2022 წელი დაგვეწყო ამ პროექტით. ეს საკმაოდ დიდი პროექტი გახლავთ. Batumi Pearl შედგება 31 სართულისგან და მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, შერჩეულ საერთაშორისო რესტორნების ჯგუფს და არაერთ წამყვან ბრენდულ მაღაზიას. შესაბამისად, პროექტი წარმოადგენს თანამედროვეობის, ელეგანტურობისა და სილამაზის სტანდარტს და ამის გარანტირებისთვის ჩვენ ვეძიეთ პარტნიორები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ იქმნება ტურისტული სააგენტო ტურისტული სექტორის მომავალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყოველივე ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის სამომავლო გეგმები გაფართოებისკენ იქნება მიმართული. ჩვენ გვაქვს წარმატების ისტორია და იდეები, რომელიც ძალიან მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის და გარკვეულწილად შეცვლის ბიზნესისა და ეკონომიკურ მდგომარეობას საქართველოში. l