GULF GEORGIA: წამყვანი ნავთობკომპანიის გუნდი მიმდინარე აქტივობებზე და წარმატების ისტორიაზე
Gulf Georgia ერთ-ერთი წამყვანი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომლის წარმატება განპირობებულია მაღალი ხარისხის საწვავით და მომსახურების მაღალი დონით. საერთაშორისო ბრენდს საქართველოში 2010 წლის მარტიდან ოფიციალურად შპს ×სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს.
1901 წელს შეერთებულ შტატებში დაარსებული Gulf Oil International დღეს ახორციელებს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას გლობალურად 100-ზე მეტ ქვეყანაში და არის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე.
Gulf Georgia ამჟამად 141 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. Gulf-ის ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით.
Gulf Georgia-ში, ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად წარმატებით ფუნქციონირებს 141-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური, რომელთაგან 43 თბილისში მდებარეობს.
Gulf-ის ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით.
კომპანია პერმანენტულ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ის მუდმივად კონცენტრირებულია ბაზარსა და მომხმარებლებზე, რამაც განაპირობა ქართულ ბაზარსა და საერთაშორისო არენაზე მისი წარმატება.
კომპანიის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის, აქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გავესაუბრეთ Gulf Georgia-ს თანამშრომლებს: სოფი ქათამიძეს − გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს და ხატია ჩაგელიშვილს − ოპერაციული ერთეულის ხელმძღვანელს.
×მსოფლიო ბრენდი საქართველოში უკვე 12 წელს ითვლის და ადგილობრივი ბაზრის ლიდერი ნავთობკომპანიის სტატუსიც საუკეთესო ხარისხის საწვავთან ერთად ვფიქრობ დასავლური, თანამედროვე მიგომებისა და ინოვაციური ხედვის დანერგვით მოვიპოვეთ. − აღნიშნავს სოფი ქათამიძე.
×წლების განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა, კომპანია საგრძნობლად გაიზარდა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო დამსაქმებლად იქცა. ამჟამად ×გალფს“ ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რომელიც 141 ავტოგასამართ სადგურს მოიცავს. ფლაგმან ობიექტებზე იხსნება მაღაზიები, დღეის მდგომარეობით 72 ×გალფ სთორი“ ემსახურება მომხმარებელს. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფუნქციონირებს 14 სერვის-ცენტრი, სადაც ისინი მომენტალურად შეძლებენ მიიღონ კორპორაციული მომსახურება. ფიზიკურ პირებს და კომპანიებს ვთავაზობთ უმაღლესი, ბელგიური ხარისხის ზეთების ფართო არჩევანს და ასევე ზეთების გამოცვლის სერვისს 5 ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით. კოპანიის საკუთრებაშია საქართველოს მასშტაბით 4 ნავთობბაზა, რაც უზრუნველყოფს საწვავის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას ნებისმიერ წერტილში. ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას ვაგრძელებთ ჩვენს ქსელში და მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ სრულიად ავტომატიზებულ, უნიკალურ გამოცდილებას ×გალფის 8 თვითმომსახურების“ ობიექტზე“.
×გალფისთვის ხარისხის მაღალი სტანდარტი ერთ-ერთ უცვლელ და წლების განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. სტაბილურად საუკეთესო, ევრო-5 სტანდარტის საწვავის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება, სადგურზე გამორჩეულად მაღალი დონის მომსახურების მიღება − ეს ის ორი დაპირებაა, რომელსაც ჩვენი ბრენდი უპირობოდ იძლევა.
პირადად ჩემთვის პატივია ვიყო ისეთი კომპანიის წევრი რომელიც აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში, არის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი, უფრთხილდება გარემოს, ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე.
− აღნიშნავს სოფი ქათამიძე კომპანიის CSR-მიმართულებაზე საუბრისას.
Gulf არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში. რამდენი ადამიანია ამჟამად კომპანიაში დასაქმებული?
სოფი ქათამიძე: მე წარმოვადგენ Gulf-ბიზნესს. ამ მიმართულებით Gulf Georgia-ში 30 ადამიანია დასაქმებული, კომპანიას კი სულ 1300 თანამშრომელი ჰყავს. Gulf არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში და კომპანია აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. ზოგადად, Gulf ყოველთვის თამაშობდა აქტიურ როლს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და გაძლიერებაში. კომპანიაში თანამშრომლებს აქვთ ცოდნისა და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები. ცხადია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ყოველწლიურად ხდება თანამშრომელთა გადამზადება. გვაქვს ბევრი წარმატების ისტორია კომპანიის შიგნით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს გუნდს და მიმზიდველს ხდის ×გალფში“ მუშაობას. ×გალფს“ თავისი სტაბილურად მზარდი ბიზნესსაქმიანობით დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
მომხმარებლებთან მიმართებით რა კრიტერიუმები აქვს კომპანიას?
სოფი ქათამიძე: ×გალფს“, როგორც ბრენდსა და ბიზნესს, ამოძრავებს ერთი მიზანი, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმნათ საუკეთესო გამოცდილება. მომხმარებლების მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მუდმივად ვხვეწთ და ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივ განვითარებას ეფუძნება, რომლის ფუნდამენტიც სანდოობა, სიზუსტე და ოპერატიულობაა. ამჟამად ×გალფ ბიზნესის“ პორტფელში ყველა სფეროს 4000-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და მცირე ორგანიზაციაა გაერთიანებული.
უნიკალური შეთავაზება, რომელიც მომხმარებლების მზარდი ინტერესიდან გაჩნდა და დაინერგა ×გალფში“, მომხმარებლებს თავიანთ ტერიტორიაზე თანამედროვე მონიტორინგისა და აღრიცხვის სისტემებით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურს თავაზობს რომლისთვისაც საწვავის მიწოდებას თავად ×გალფი“ უზრუნველყოფს საკუთარი საწვავმზიდებით. ეს ერთ-ერთი ის წარმატებული პროექტია, რომელიც სწორედ რომ პარტნიორი ორგანიზაციების საჭიროებების გულდასმით შესწავლის შედეგად განვითარდა.
ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაა მომხმარებელს შევუქმნათ იმაზე მეტი კომფორტი, ვიდრე სტანდარტულად იღებს. ვგულისხმობ საწვავის შესყიდვის სრული ციკლის აუთსორსზე გატანას, რომელიც ხარჯების ოპტიმიზაციაში და რესურსების გამოთავისუფლებაში დაეხმარება კომპანიებს.
ვფიქრობ, ნებისმიერ წარმატებას დიდწილად, მაინც გუნდი განაპირობებს. მე კი, ძალიან გამიმართლა, რადგან განსაკუთრებული გუნდი მყავს, რომელთან ერთადაც მონდომებით, შემართებითა და ბევრი შრომით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს, ×გალფ ბიზნესის“ მიმართულება ასეთი წარმატებულია.
რომელ განსაკუთრებულ პროდუქტებს სთავაზობთ თქვენს ბიზნესმომხმარებელს?
ხატია ჩაგელიშვილი: Gulf Business-ის მომხმარებლებს ნავთობკომპანია ×გალფი“ სთავაზობს ტალონებითა და ბიზნეს-ბარათით მომსახურებას. ტალონების შესყიდვა მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენს სერვის-ცენტრებში, ეს მომსახურება დღემდე მოთხოვნადია მცირე მასშტაბის კომპანიებში. ბიზნეს ბარათი კი არის ჩვენი კომპანიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველაზე მოქნილ, კომფორტულ, სწრაფ და მათ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას. ბიზნეს-ბარათით სარგებლობისას, მომხმარებელი უმოკლეს დროში ახდენს საწვავის შესყიდვას საბარათე სისტემისთვის, არის აბსოლუტურად დაცული საწვავის არამიზანმიმართული ხარჯვისგან, აქვს მაქსიმალური კონტროლის საშუალება პროგრამულად და ასევე აქვს შესაძლებლობა, ჩვენს გუნდთან კომუნიკაციით, პროგრამის დახვეწასა და სრულყოფაში მიიღოს მონაწილეობა. ბიზნეს-ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ნავთობკომპანია ×გალფის“ თითქმის ყველა ავტოგასამართ სადგურზე საქართველოს მაშტაბით. ქსელის სიდიდიდან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის.
კომპანია ხშირად ახარებს მომხმარებელს საინტერესო სიახლეებით. რა შემოთავაზებები გაქვთ ამჟამად?
ხატია ჩაგელიშვილი: ნავთობკომპანია ×გალფი“ მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების დანერგვასა და მომხმარებლებისთვის უფრო მეტი კომფორტისა და უმაღლესი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე. ×გალფ ბიზნესის“ სიახლეებს რაც შეეხება, აღსანიშნავია ის, რომ 2021 წლის ზაფხულში ×გალფ ბიზნესის“ მომხმარებლებს შევთავაზეთ Gulf Card-ით ჩასხმისას ქულების დაგროვება. დაგროვილი ქულების გადარიცხვა შესაძლებელია ×გალფ-კლუბის“ ბარათზე, რომლის გამოყენების საშუალებაც მათ აქვთ ჩვენს ×გალფ-სთორებში“, ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად. ეს პროექტი არის უნიკალური და ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია.
2022 წლიდან ×გალფ ბიზნესის“ მომხმარებლებს ვთავაზობთ GPS-მომსახურებას, რომელიც ინტეგრირებულია ჩვენს საბარათე სისტემასთან და მომხმარებელი სარგებლობს მათზე მორგებული ექსკლუზიური პირობებით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან. გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ტალონებთან და ბიზნეს-ბარათთან ერთად, მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ ჩიპებს (სატრანსპორტო საშუალების ამომცნობი სისტემა). ამ პროექტის განხორციელებაც 2022 წელს მოხდა ჩვენს ორგანიზაციაში, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტ კომფორტს ავტოგასამართ სადგურზე და რა თქმა უნდა, მეტი კონტროლის საშუალებას.
გვიამბეთ კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.
ხატია ჩაგელიშვილი: როგორც უკვე აღვნიშნე, ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ, დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება და მეტად მოქნილი სერვისი შევთავაზოთ ×გალფის“ მომხმარებლებს. ჩვენი გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლებთან მუდმივ კომუნიკაციაზე, რაც გვეხმარება ჩვენი პროდუქტები ხარისხიანი და მათზე მეტად მორგებული იყოს. კონკრეტული სამომავლო გეგმების შესახებ ამჟამად არ ვისაუბრებ, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის მუდმივი წინსვლა, ტექნოლოგიური განვითარება, ინოვაციები და სწორედ ეს არის მიზანი, რის მიღწევასაც ვცდილობთ წლიდან წლამდე და ამისთვის ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებს. l