RMG − ძლიერი ბიზნესი ძლიერი საქართველოსთვის

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეტწილად ეკონომიკურ მდგრადობას განსაზღვრავს. საქართველოსთვის 2011-2012 წლებში საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მიერ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის დაწყება ქვეყნის განვითარების ახალ ასპექტად იქცა, მაშინ, როცა მათ ქვემო ქართლში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიები და არსებული ,,მადნეულისა“ და ,,კვარციტის“ სამთო-მოპოვებითი საწარმოები შეიძინეს.

ასე დაიწყო კომპანია ,,რიჩ მეტალს გრუპმა“ ბაზარზე ოპერირება, რასაც ახლდა წარსულიდან მემკვიდრეობად მიღებული ისტორიული საწარმოს მოძველებული ბაზა და რთული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა შთამბეჭდავი სამომავლო მიზნები.

კომპანიის ისტორიაში მორიგ წინსვლად ჯგუფის მიერ სტრატეგიული განვითარების სწორი გეგმის შემუშავება იქცა, რაც 2012-2017 წლებში ჩატარებულ არაერთ ძირეულ კვლევას დაეფუძნა. სწორედ აღნიშნული გეგმის მიხედვით დაიწყო წარმოების მოდერნიზაცია, მართვის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, პროფესიონალი კადრების გადამზადება და საწარმოო ტექნოლოგიური ციკლის განახლება. შემუშავდა გარემოსდაცვითი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, და დაიწყო მისი ეტაპობრივი განხორციელება საერთაშორისო პარტნიორების, დარგობრივი სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით.

როგორც ,,არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია აღნიშნავს, გუნდის მთავარი მოტივი გრძელვადიან წარმატებაზე გადის.

,,ჩვენ ქართულ სამთო-მოპოვებით საქმეს ვემსახურებით და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს – ,,რიჩ მეტალს გრუპის“ მმართველი გუნდი ვართ. 2012 წლიდან თანმიმდევრულად ვახორციელებთ და ყოველდღიური საქმიანობით ვადასტურებთ, რომ უმნიშვნელოვანესი შედეგი არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი წარმატებაა, რომელსაც მდგრადი ბიზნესმოდელი უზ-რუნველყოფს“, − განაცხადა თორნიკე ლიპარტიამ.

მისი თქმით, გასული წელი ,,არემჯის“ საქმიანობაში სტრატეგიული ციკლის პირველი ეტაპის დასრულებას მიეძღვნა და მოხერხდა იმ მიზნების სრულყოფა, რომელიც გადამამუშავებელი აქტივების რეკონფიგურაციასა და მოდერნიზაციას შეეხებოდა. შედეგმა მყარი საფუძველი შექმნა ბიზნესის მომავალი განვითარებისათვის.

◊მიღწეულ შედეგებზე მნიშვნელოვანი, მომავალი განვითარების პერსპექტივებია. მტკიცედ გვჯერა ჩვენ მიერ არჩეული განვითარების მიმართულების და მიზნად ვისახავთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმების განხორციელებას როგორც ბიზნესის ზრდის, ისე გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით.

მთელი ჩვენი საქმიანობა მდგრადი განვითარების პრინციპებს ეფუძნება, რაც ნიშნავს როგორც ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ისე იმ რეგიონის მდგრად განვითარებას, სადაც ჩვენი საქმიანობის არეალია. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების რეალიზაციის საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ, ყოველდღიურად ვეხმარებით მათ არსებული პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში“, − აღნიშნავს ◊არემჯის“ დირექტორი.

თორნიკე ლიპარტიას განმარტებით, ადამიანური ურთიერთობების პრივილეგირება კომპანიის მიერ წარმოებული ბიზნესსაქმიანობის პრინციპებში მოწინავეა და წარმატებაში გადამწყვეტ როლსაც სწორედ ადამიანური რესურსი ასრულებს.

◊საკადრო პოლიტიკას თანამშრომლების პატივისცემისა და სამართლიანობის პრინციპებზე ვაგებთ, რითაც უზრუნველვყოფთ თითოეული დასაქმებულის კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, მათი პოტენციალის შესაბამისად“, − აცხადებს თორნიკე ლიპარტია.

◊არემჯიმ“ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერა მიზნად დაისახა და მნიშვნელოვან საქმეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება, რაც ადამიანებზე, გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვას გულისხმობს.

კომპანიის დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გუნდის თითოეული წევრი სრულად იაზრებს სამთო-მოპოვებითი დარგის გამოწვევებსა და პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ◊არემჯის“ ამოცანა საქართველოში მდგრადი, გარემოზე ზრუნვით და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტის დაცვით, უსაფრთხო ბიზნესის წარმოებაა. სწორედ ეს წარმოადგენს ,,არემჯიში“ დასაქმებული 3 000-ზე მეტი თანამშრომლის მიზანს. თავის მხრივ კი, კომპანია საკუთარ თავზე თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებასა და სასურველი სამუშაო გარემოს მუდმივ შენარჩუნებას იღებს.

 

,,არემჯის“ საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბში

 

,,რიჩ მეტალს გრუპში“ შემავალი კომპანიები – ,,არემჯი გოლდი“, ,,არემჯი კოპერი“, ,,არემჯი აურამაინი“ და ,,კავკასიის

სამთო ჯგუფი“  სამთომოპოვებით საქმიანობას საქართველოში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებენ.

 

,,არემჯი“ სპილენძის, ოქროსა და პოლიმეტალების შემცველი მადნების ღია და მიწისქვეშა მოპოვების წესით და გადამუშავების გზით აწარმოებს სპილენძის კონცენტრატს და დორე შენადნობს.

წარმოებული პროდუქციის გადამუშავება-რეალიზაციას კი უმსხვილესი საერთაშორისო ტრეიდერული და მეტალურგიული კომპანიები ახორციელებენ. კომპანია ,,არემჯის“ მიერ მიწოდებული კონცენტრატისა და დორე შენადნობის გაწმენდის შედეგად მიღებული სუფთა ლითონები, მეტალების სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟაზე იყიდება.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია $300 million

გეოლოგიური საქმიანობა $40 million

გარემოსდაცვითი პოლიტიკა $10 million

წარმოების გადაიარაღება და ახალ

   ტექნოლოგიებზე გადასვლა > $100 million

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები $20 million

მუდმივი კონტრაქტორი კომპანია >100

დასაქმებული >3000