ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების ფარგლებში, ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა. დავით აღმაშენებლის სახელობის ტერმინალი არსებულს 6-ჯერ აღემატება. გაფართოების შედეგად, განახლებული ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში, მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

 

განახლებული ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10-დან 18-მდე გაიზარდა. აქედან ორი ე.წ. baggage drop off-ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინრეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას დამოუკიდებლად შეძლებენ. გაზრდილია სასაზღვრო-გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6-დან 11-მდე, ხოლო მოფრენის მხარეს – 8-დან 14-მდე.

 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.