კავკასიის უნივერსიტეტი − ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია − STUDIUM PRETIUM LIBERTATIS!“
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება.
კავკასიის უნივერსიტეტის შექმნის იდეა ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ემყარებოდა. სწორედ ეს სურვილი და მიზანი გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს რეგიონში არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სტუდენტებს ყველა პირობას უქმნის, რაც ხარისხიანი განათლების მიღებისთვის აუცილებელია. CU სტუდენტებს ხარისხიან განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები უზრუნველყოფენ.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა ხელახალი ავტორიზაცია მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შვიდივე სტანდარტის გათვალისწინებითა და საუკეთესო შეფასებით. ,,შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, რაც გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი სრულად პასუხობს საქართველოს უმაღლესი განათლების მიზნებსა და ევროპის საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებს.
გამორჩეულია კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსიც, რომელიც ისტორიულია და დღეს, კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
აღსანიშნავია ბათუმის კამპუსიც, რომლის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით. აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის რეგიონში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას და რეგიონის, როგორც განათლების კერის, განვითარებას.
2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტმა ევროპული კამპუსი საფრანგეთში, რენის ბიზნესის სკოლის (Rennes School of Business) ბაზაზე გახსნა. კავკასიის უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც ეს შეძლო. რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად, მუშაობა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე მიმდინარეობს, მათ შორის ორმაგი სადოქტორო პროგრამის განხორციელების მიმართულებით.
კავკასიის უნივერსიტეტისთვის, სამეცნიერო კვლევების გაზრდასა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება განათლების ინტერნაციონალიზაციაა. კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივად დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ამყარებს თავის პოზიციას და აძლიერებს ნდობას საზოგადოებაში. ამის ნათელი მაგალითი მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაა.
დაარსების დღიდან, CU თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 166 პარტნიორს ითვლის. გარდა ამისა, კავკასიის უნივერსიტეტს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო აკრედიტაცია, ახორციელებს ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამებს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან, თანამშრომლობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+-ის საერთაშორისო პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის სტატისტიკის მიხედვით, კავკასიის უნივერსიტეტი, ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა კერძო უნივერსიტეტებს შორის, მობილობისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების რაოდენობით.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, სემესტრული გაცვლითი პროგრამების გარდა, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ საერთაშორისო პროგრამებში, როგორიცაა:
● ჟან-მონეს საზაფხულო სკოლა
● ავსტრიის მთავრობის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამა ERNST_MACH-ი
● აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტები − UGRAD, SUSI, Fulbright
● გერმანიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები − DAAD
●გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამები
● ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამები
უნივერსიტეტი აგრეთვე მნიშვნელოვან საგრანტო პროექტებს წარმოადგენს, რომლებიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულია და ითვალისწინებს ინსტიტუციურ განვითარებას, ახალი პროგრამების შემუშავებას, სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, კვლევითი ცენტრების შექმნას, საბიბლიოთეკო რესურსის გაზრდასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის მხარდამჭერი სერვისის განვითარებას.
ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარების მოპოვებისთვის. ეს პროცესი კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რიგი პროგრამებისა და თავად უნივერსიტეტის პოზიციონირების გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე.
საერთაშორისო აკრედიტაციები:
● TedQual-სერტიფიკატი, რომელსაც ატარებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემია − კავკასიის უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო ორგანო რეგიონში, რომელმაც წარმატებით მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual სერტიფიკატი. TedQual სერტიფიკატი ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტია განათლების, ტრენინგისა და კვლევისთვის ტურიზმის სფეროში. ხარისხის სისტემა შეისწავლის ტურიზმის პროგრამებს საგანმანათლებლო და ორგანიზაციული თვალსაზრისით, და სწავლობს მათ ეფექტურობას.
● AACSB-აკრედიტაცია − კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წელს გახდა AACSB-ის წევრი, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება. 2020 წელს CU-მ წარმატებით დაასრულა AASCB აკრედიტაციის მეორე ეტაპი, მისი თავდაპირველი თვითშეფასების ანგარიში (ISER) უპირობოდ იქნა მიღებული და დადებითად შეფასდა AASCB საბჭოს მიერ. კავკასიის უნივერსიტეტი რეგიონში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც AACSB-ის აკრედიტაციის პროცესის ამ ეტაპზეა. AACSB-ის აკრედიტაცია არის ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მსოფლიო ბიზნესის სკოლების საუკეთესო 5 პროცენტს აერთიანებს.
● IQA აკრედიტაცია − 2005-დან 2010 წლამდე CU-მ მიიღო IQA აკრედიტაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციისგან (CEEMAN).
კავკასიის უნივერსიტეტი მართავს ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამებს ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებთან:
● ციფრული ლოგისტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამა TH Wildau-სთან, გერმანია
● გრენობლის მენეჯმენტის სკოლის საბაკალავრო ორმაგი ხარისხის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში (სპეციალიზაცია: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, აუდიტი)
● ერთობლივი საბაკალავრო ხარისხი სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტში Fairleigh Dickinson University-თან, აშშ
● ერთობლივი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში ქალაქ ნიუ ჯერსის უნივერსიტეტთან, აშშ
● საბაკალავრო ორმაგი ხარისხის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში (სპეციალიზაცია − მარკეტინგი), ავსტრია
● საბაკალავრო ორმაგი ხარისხის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში ISCTE ლისაბონის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (სპეციალიზაცია-მენეჯმენტი), პორტუგალია
● ერთობლივი BBA-პროგრამა რენეს ბიზნესის სკოლასთან, საფრანგეთი
● აღმასრულებელი MBA-პროგრამა გრენობლის მენეჯმენტის სკოლასთან, საფრანგეთი
კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს ბერკლისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებთან. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ UC Berkeley-ის მოკლევადიან სასწავლო პროგრამებში, შემდეგი მიმართულებით: ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, არქიტექტურა, ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედია, საერთაშორისო ურთიერთობები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის როზენის სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტის კოლეჯმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საერთო სამაგისტრო პროგრამა სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტი 20 წელზე მეტია აქტიურად ახორციელებს, ამით კი თითოეულ სტუდენტს კიდევ ერთხელ არწმუნებს არჩევანის სისწორეში, რომ არჩეული გზა მუდმივი განვითარების, თავისუფლებისა და პროფესიული წინსვლის გარანტია.