ანგელას შემდეგ

გერმანიის ლიდერებს ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის ჩვევა აქვთ. კონრად ადენაუერი დასავლეთ გერმანიას 14 წელი მართავდა, ხოლო ჰელმუტ კოლი − 16 წელი. შესაძლოა, ანგელა მერკელმა ყველას გადაასწროს. იგი სათავეში 2005 წლის ნოემბერში მოვიდა და პოსტს 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს (კოლის მართვის ხანგრძლივობაში იმ შემთხვევაში გადაასწრებს, თუ ახალი კოალიციის შექმნა დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მოხერხდება). კანცლერის პოსტზე 4 ვადიდან 3-ის განმავლობაში, ქალბატონი მერკელი მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიების ,,დიდ“ კოალიციას ედგა სათავეში. მერკელის შემდეგ ცხოვრების პერსპექტივა მრავალ გერმანელს აშფოთებს.

ამ შეგრძნებას არჩევნების არაპროგნოზირებადობა მხოლოდ აძლიერებს. სავარაუდოდ, ახალ მთავრობას კვლავ ქალბატონი მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) და მისი ბავარიული პარტნიორი პარტია − ქრისტიან-სოციალისტური კავშირი (CSU) დააკომპლექტებენ. ამ პარტიების გაერთიანებას 30 წლის ისტორია აქვს, საიდანაც მხოლოდ 7 წელი არ წარმოადგენდნენ მმართველ კოალიციას. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სტაბილური რეაგირებით შექმნილი ,,მერკელის ბონუსი“ კოალიციისათვის 2021 წელს გაფერმკრთალდება. მიზეზი ისა, რომ გერმანელი ამომრჩევლები პარტიის ახალ ხელმძღვანელობას მოერგებიან.

ქალბატონ მერკელის პროტეჟემ, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა 2020 წლის დასაწყისში მარცხი იწვნია. შედეგად, დაიმსხვრა კანცლერის იმედი, შეექმნა საკუთარი მემკვიდრეობითობა. ახლა მერკელის პარტიის ლიდერობისათვის სამი მამაკაცი იბრძვის. გამარჯვებულს პრეტენზია კანცლერის პოსტის დაკავებაზე ექნება (CDU და CSU საერთო კანდიდატს წარადგენს). გერმანიის უდიდესი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერმინისტრი არმინ ლაშეტი მერკელის სტილს გვთავაზობს. ბიზნესწრეების მიმართ კეთილგანწყობილი და პროატლანტიკური ფრიდრიხ მერცი უფრო მკაცრი კონსერვატიზმის მომხრეა. მესამე პრეტენდენტს, ნორბერტ როტგენს მცირე შანსი აქვს. შესაძლოა, სიურპრიზი შემოგვთავაზოს მარკუს მოდერმა, CSU-ს ქარიზმატულმა ლიდერმა (და ბავარიის მხარის პრეზიდენტმა). ბატონ სოდერს მოწონების მაღალი რეიტინგი აქვს და შესაძლოა, CDU-ს ახალი ლიდერი დაჩრდილოს (თუ ეს უკანასკნელი ამომრჩევლების შთაგონებას ვერ მოახერხებს).

არჩევნების შემდეგ, ჭრელი შემადგენლობის მქონე პარლამენტში კოალიციის ფორმირება გაჭირდება. მერკელის შემცვლელის როლში გატარებული 8 წლის გათვალისწინებით, სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ოპოზიციონერობისაგან შესაძლოა უკვე ტკბობასაც იღებდეს (პარტიის ლიდერისა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრის კანცლერობის ამბიციის მიუხედავად). თუმცა მწვანეები, რომლებიც გერმანიის 16 მხარედან ნახევარზე მეტში კოალიციურ მმართველობაში არიან, ფედერალურ დონეზე გამარჯვებისთვის იბრძვიან. თანათავმჯდომარეებმა − ანალენა ბაერბოკმა და რობერტ ჰაბეკმა, მწვანეთა პარტია ცენტრისტული გახადეს. ისინი იმაზეც უნდა შეთანხმდნენ, თუ რომელი მათგანი გაუძღვება პარტიის საარჩევნო კამპანიას. ქრისტიან-დემოკრატების, ქრისტიან-სოციალისტებისა და მწვანეების (,,შავი და მწვანე“) კოალიცია არჩევნების ყველაზე მოსალოდნელი შედეგია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ვიხილოთ ,,მწვანე“ კომპრომისები თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც კონსერვატორების თანხმობა ,,კლიმატ-მეგობრული“ სახელმწიფო ინვესტიციებისათვის. ნაკლებად მოსალოდნელია ,,პროგრესისტული“ სამთავრობო კოალიცია მწვანეების ან სოციალისტების ლიდერობით და Die Linke-ს (ყოფილი კომუნისტური პარტია) მონაწილეობით.

ქალბატონ მერკელის მემკვიდრე შეეცდება მისი მოზომილი მიდგომა გადაიღოს. თუმცა წინ ახალი გამოწვევებია. მოქმედი კანცლერის მთავარი შეცდომა ალბათ ისაა, რომ ქვეყანა გრძელვადიანი გამოწვევებისათვის ვერ მოამზადა. ანგელა მერკელის მიერ მართულმა კრიზისებმა ევროპა შეარყიეს, მაგრამ გერმანიის სტაბილურობას ეს ნაკლებად დააზიანებს. შესაძლოა, კანცლერის მემკვიდრეს ასე არ გაუმართლოს.

ტომ ნატალი, ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist, ბერლინი