"კარფური“: საქართველოში თანამედროვე / ორგანიზებული ვაჭრობის დანერგვა & მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში
,,კარფური,“ საქართველოში წარმოდგენილი კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ადგილობრივ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. დაარსების დღიდან, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესმა ქსელმა ქვეყანაში სრულიად ახალი და განსხვავებული სავაჭრო გამოცდილება შემოიტანა.
ქართულ ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ, ◊კარფურმა“ საკმაოდ მალე მოიპოვა მაღალი რეპუტაცია და მომხმარებელთა ნდობა, რასაც დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს.
საყურადღებოა, რომ მომსახურების კიდევ უფრო დასახვეწად და ელექტრონული სერვისების განვითარების მიზნით, ◊კარფური“ მალე ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებს ეფექტურ ონლაინვაჭრობის პლატფორმას უფრო მოსახერხებელი შოპინგისათვის.
თანამედროვე ვაჭრობის ტენდენციები & მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის
ახლა, როდესაც ეკონომიკა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც დიდ ზარალს განიცდის გლობალური პანდემიის გამო, ◊კარფურის“ მსგავსი მსხვილი საცალო მოვაჭრეების ორგანიზებული მუშაობა და წვლილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
◊ყოველთვის დაბალი ფასები“ ბრენდის საქმიანობის მთავარი საყრდენია, თავად ◊კარფური“ კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ეკონომიკის განმტკიცებას. ბრენდი აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე / ორგანიზებული ვაჭრობის განვითარებასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში. თანამედროვე ვაჭრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის!
3-4 წლის წინ იყო რეალობა, რომელშიც თანამედროვე, ორგანიზებული საცალო ვაჭრობა დაახლოებით 16-დან 18 პროცენტამდე გახლდათ წარმოდგენილი. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში ეს რიცხვი გაორმაგდა. ახლა ჩვენ 40 პროცენტთან ახლოს ვართ. წინა პერიოდში, არაორგანიზებული, ტრადიციული საცალო ვაჭრობა თითქმის 90 პროცენტს შეადგენდა. როდესაც "კარფური“ ბაზარზე შემოვიდა, ბევრი მიმართულებით შეუწყო თანამედროვე ვაჭრობის განვითარებას ხელი. ბევრი საცალო მოვაჭრე თამაშში შედიოდა და უფრო და უფრო მეტ მაღაზიას ხსნიდა. ბოლო სამი წლის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება ველოდოთ კიდევ 10 ან 20 პროცენტს, რითაც თანამედროვე ორგანიზებული საცალო ვაჭრობა უახლოეს მომავალში 60 პროცენტს მიუახლოვდება. დღეს საქართველოში ზოგადად, დაახლოებით 1500 მაღაზია გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე შესვლისას რამდენიმე წინამორბედი ჰყავდა, ◊კარფური“ ნამდვილად იყო თანამედროვე ვაჭრობის ხელშემწყობი. ბრენდმა საერთაშორისო გამოცდილება შემოიტანა. მუდმივად ვაკვირდებით გლობალურ ბაზარს. ვგრძნობთ მსოფლიო ბაზრის მაჯისცემას და მივყვებით საცალო ვაჭრობის ტენდენციებს მსოფლიოში. ჩვენი მისიაა ამ ტენდენციების დაფიქსირება და შემდეგ საჭირო პოლიტიკის განხორციელება ყველგან, მათ შორის − საქართველოში. თანამედროვე ვაჭრობას დღეს ბევრი სარგებელი მოაქვს. მაგალითად, "კარფურს“ ქვეყანაში აქტიური წვლილი შეაქვს სურსათზე სტაბილური ფასების შენარჩუნებაში. მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვა ჩვენთვის ფუნდამენტურია.
პანდემიის ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოში თანამედროვე ვაჭრობის მნიშვნელობა დადასტურდა, რადგან მიწოდების ჯაჭვის საკითხმა და ფასების ინფლაციამ შეგვძრა. ჩემი გუნდი ყოველდღიურად ამ მიმართულებით მუშაობს. ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასები შევთავაზოთ მომხმარებელს.
ამ წლების განმავლობაში, "კარფურთან“ ერთად, უამრავი ადგილობრივი მომწოდებელი გაიზარდა და განვითარდა. საქართველოში შემოსვლის შემდეგ ვთანამშრომლობთ 800-ზე მეტ მომწოდებელთან. წვლილი შევიტანეთ სოფლის მეურნეობის სფეროში, რადგან ხელი მოვაწერეთ ხშირ პარტნიორობას ადგილობრივ მწარმოებლებთან. ჩვენს ბიზნესში 60% მოდის ქართველი ფერმერებისგან. ჩვენ მათ ვეხმარებით, პროცესში ვუჭერთ მხარს. მეტიც − ქართველი ფერმერებისათვის გლობალურ ქსელს ვხსნით, ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიტანონ თავიანთი პროდუქტი საზღვარგარეთ. ზოგიერთ მომწოდებელთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
თანამედროვე ვაჭრობა ნიშნავს სტანდარტიზაციას, ტრანსფორმაციას. მაგრამ ამ ტრანსფორმაციაში მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას − ამაზე ასევე უნდა იმუშაონ დისტრიბუტორებმა. აქტიურად ვმუშაობთ სტანდარტიზაციისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რათა შევასრულოთ საერთაშორისო და ევროპული რეგულაციები. ამ მიმართულებით ვუზიარებთ პრაქტიკას და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ NFA-სთან საქართველოში. ვცდილობთ, მომწოდებლებს მივცეთ სარგებელი ამ ტრანსფორმაციისგან, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ვაჭრობის განვითარებასთან.
ვფიქრობ, საქართველოს ნებაზე ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. თანამედროვე ვაჭრობა ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი რეკვიზიტი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
თანამედროვე ვაჭრობის სტანდარტიზაცია მოიცავს აგრეთვე მიწოდების ჯაჭვის საკითხის მოგვარებას. პანდემიის დასაწყისში რთული ვითარება შეგვექმნა პროდუქტის მარაგთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით პრობლემის მოსაგვარებლად, რათა გამოსავალი გვეპოვა და მარაგი დაგვეგროვებინა იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც იმ მომენტში არსებობდა. თანამედროვე ვაჭრობა ამ პროცესებსაც ეტაპობრივად უნდა გაუმკლავდეს.
თანამედროვე ვაჭრობისა და ტრანსფორმაციის შედეგად განხორციელებული ერთ-ერთი დიდი გარდაქმნა ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაა, რადგან თანამედროვე ვაჭრობა, ორგანიზებული საცალო ვაჭრობა, ადაპტირდება გლობალურ ტენდენციებთან. ჩვენ შევქმენით ციფრული განყოფილება, მომარაგების ჯაჭვის განყოფილება, ლოიალურობის პროგრამის განყოფილება, მონაცემთა ანალიზის განყოფილება. შევქმენით ახალი პოზიციები, ახალი სამუშაოები ინდუსტრიაში. ◊კარფურმა“ ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი დაასაქმა, რომლებმაც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრეს. ესაა საცალო ვაჭრობის მომავალი. გვყავს მონაცემთა ანალიტიკოსები, რომლებიც ყოველდღიურად აანალიზებენ ჩვენს საქმიანობას და მომხმარებლის ქცევას. თანმიმდევრულნი ვართ ჩვენს პრიორიტეტში და საქმიანობის ღერძში − ესაა მომხმარებელი. ალბათ სწორედ ამით განსხვავდება თანამედროვე ვაჭრობა ტრადიციული საცალო ვაჭრობისგან.
ინვესტიციები
"კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის საქართველოში
ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი "კარფური“ ("მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“) საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულშია, რაც სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი იყო, გამომდინარე ◊კარფურის“ სწრაფი ფიზიკური თუ ციფრული განვითარებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალი მაჩვენებლიდან, ადგილობრივი მწარმოებლებისა და მომწოდებლების ხელშეწყობიდან და ბრენდის მრავალფეროვანი საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი პროექტებიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ "საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 12 წლის მინიმუმზეა, მსგავსი გამოცდილი უცხოელი ინვესტორების კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში კიდევ უფრო ფასდაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, "კარფური“ (◊მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“) ათეულში ისეთ კომპანიებთან ერთადაა, როგორიცაა "აიდიეს ბორჯომი საქართველო“; შპს ◊თბილისი ენერჯი“; სს "ენერგო-პრო ჯორჯია“; სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“; შპს "ტოიოტა კავკასია“; შპს "აჭარ ენერჯი-2007“; შპს CBD Development; სს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და სს "ბიჯეო ჯგუფი“.
სწორედ აღნიშნული კომპანიები იყვნენ ქვეყნისათვის უმსხვილესი ინვესტორები მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში.
ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, დაახლოებით 150-მილიონიანი ინვესტიცია დავაბანდეთ. ვაპირებთ კიდევ 120 მილიონის ინვესტიციას შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში.
2500 თანამშრომელი გვყავს. ვგეგმავთ კიდევ 1200 თანამშრომლის აყვანას მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში. ეს ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს − მიმწოდებლისთვის, ფერმერისთვის, სოფლის მეურნეობისათვის... რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, წელიწადნახევრის წინ გავხსენით სწავლისა და განვითარების ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია Tbilisi Mall-ში. ასე რომ, გვაქვს კარგი ინსტრუმენტი, სასწავლო ცენტრი, სადაც ვასწავლით მომავალ და ამჟამინდელ თანამშრომლებს. გარკვეული პოზიციის თანამშრომლებისთვის გარე ტრენინგებს ატარებენ საზღვარგარეთის ყველაზე წარმატებული საკონსულტაციო კომპანიები. ყოველივე ეს საჭიროა, რათა მოვახერხოთ და გავუთანაბრდეთ საცალო ვაჭრობის ბიზნესის ევოლუციას, ვიყოთ უფრო მზად გაციფრულებისათვის და ბიზნესის წარმოების ახალი გზებისთვის.
"კარფური“ გააგრძელებს სწრაფ გაფართოებას ქვეყანაში ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ხელს შეუწყობს მზარდი შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისათვის, შესთავაზებს ახალ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოსახლეობას და კვლავ გააგრძელებს თითოეული მომხმარებლის მსყიდველობითი შესაძლებლობების დაცვას.
"კარფურის“ ერთგულება საზოგადოებისადმი, რომელსაც ემსახურება
"კარფური“ ამაყობს იმით, რომ ემსახურება საქართველოს მოსახლეობას. ჩვენმა მრავალფეროვანმა მდგრადმა პროექტებმა წარმატებით შეძლეს გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა. ◊კარფურის“ მდგრადი მოგზაურობა გრძელდება და ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაქტიურდეთ CSR-ისა და გარემოსდაცვითი აქტივობების მიმართულებით.
დამატებითი პარტნიორობის საშუალებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა განათლების სამინისტრო, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს წითელი ჯვარი, ფონდი "ცხოვრება მშვენიერია“, აუტიზმის კვლევის ფონდი და Emmaus Georgia, "კარფურმა“ დიდი როლი ითამაშა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მარტოხელა დედების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, ობლების, ომის ვეტერანების, სერიოზული დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოხუცების დახმარებაში. გარდა ამისა, ბრენდი ზრუნავს ცხოველებზე და კვებავს იშვიათი ჯიშის დათვებს, რომლებიც ცხვარიჭამიაში მდებარე თავშესაფარში ცხოვრობენ. ჩვენი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა იყო "დააფასე გარემო“, რომლის მიზანი იყო "კარფურის“ მომხმარებლების ინფორმირება პლასტიკური პარკების გარემოსდაცვითი ზიანისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების უპირატესობის შესახებ.
დამატებითი სტიმულის სახით, "კარფურმა“ დააჯილდოვა ყველა მომხმარებელი, ვინც მრავალჯერადი ჩანთა გამოიყენა. კამპანიის მიმდინარეობისას, მილიონნახევარზე მეტი მომხმარებელი დაჯილდოვდა. ამ კამპანიის დაწყებამ ◊კარფურის“ მაღაზიებში მას შემდეგ 80% -ით შეამცირა ერთჯერადი პარკების მოხმარება.
ჩვენი გუნდი ეხმარება ადამიანებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში. ვინაიდან ◊კარფური“ ხელმძღვანელობს ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობით ფუნქციონირების სურვილით, მომავალში გვსურს, დავეხმაროთ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ქვეყნის მასშტაბით, ვაჩვენოთ ჩვენი მზრუნველობა და მხარდაჭერა, და განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი გარემოსდაცვითი პროექტი, რათა შევქმნათ უკეთესი, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები ყველასთვის.
ქრისტოფ ორსე, Carrefour Georgia-ს გენერალური დირექტორი