სოციალური პასუხისმგებლობის 10 წელი
მოგეხსენებათ, ბიზნესს განსაკუთრებული როლი აქვს საზოგადოების განვითარების საქმეში, მით უმეტეს − დღევანდელი გლობალური ძვრების დროს. ხშირად კომპანიების იმიჯი სწორედ რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მიხედვით იზომება. პროექტები, რომლებსაც ბიზნესორგანიზაცია ქვეყნისთვის აკეთებს, ხშირად დიდი ინიციატივების დასაბამიც კი ხდება. შესაძლოა ერთი შეხედვით ასე ჩანს, რომ დიდი ბიზნესის საქმე მხოლოდ გაყიდვები, ბიზნესგარიგებები ან თანამშრომლებზე ზრუნვაა მხოლოდ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არასოდეს იყო საკმარისი "გალფისთვის“.
დღეს საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სირთულეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გვხვდება, ხშირად სხვა განვითარებულ ქვეყნებში ნაკლებადაა. ამიტომაც, პირველსავე დღიდან ◊გალფმა“ გადაწყვიტა მაქსიმალურად მოერგოს იმ გარემოს, რომელიც ჩვენს ირგვლივაა. ვაკეთოთ საქმე ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, დავეხმაროთ სუსტ მხარეს მტკივნეული საკითხების გადაჭრაში. ასეთი მიდგომით დაიწყო "გალფმა“ 2011 წელს და დღემდე უკვე არაერთი დიდი თუ პატარა პროექტის განხორციელება შეძლო. დღეს სწორედ "ეკონომისტის“ 2021 წლის გამოცემაში გადავწყვიტეთ ◊გალფის“ ათწლიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის შეჯამება.
2011 წლიდან დღემდე, ამ მიმართულებით "გალფს“ 4 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული საქართველოში. უფრო მეტ დეტალს კი აქვე გთავაზობთ. როგორი იყო ეს პერიოდი და რისი განხორციელება მოასწრო "გალფმა“:
"გალფი“ განათლებისთვის − პროექტის ფარგლებში, მაღალმთიანი რეგიონებისთვის კომპიუტერებისა და წიგნების მობილიზება მოხერხდა და ჯამში, 50-მდე ახალგაზრდას დავეხმარეთ საქართველოს მასშტაბით.
"გალფი“ და კალათბურთი − ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია "გალფი“ 2018 წლიდან მთელ საქართველოში კალათბურთის თანამედროვე მოედნებს აშენებს. დღეის მდგომარეობით, ჯამში 3 მოედანი ფუნქციონირებს თბილისში, გორსა და სენაკში. უახლოეს პერიოდში მეოთხე მოედანი გაიხსნება ქალაქ ოზურგეთში. ◊გალფი“ საქართველოს მასშტაბით ჯამში 20 საკალათბურთო მოედნის აშენებას გეგმავს. აღნიშნულ საკალათბურთო მოედნებზე ჩატარდება ◊გალფის“ ჩემპიონატი 3x3 კალათბურთში − Gulf Cup.
"გალფი“ მიუსაფარი ძაღლებისთვის − კამპანია ◊შეიფარე და იზრუნე“ ◊გალფმა“ 2019 წელს წამოიწყო და პირველ ეტაპზე 25 ძაღლი შეიფარა ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც მოეწყო ძაღლების სახლები და კომპანიის პერსონალი მათზე ზრუნავდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ◊გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე 100-ზე მეტი ძაღლი ცხოვრობს, სადგურებზე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კომპანია უზრუნველყოფს მათ კვებას და ასევე, ვეტერინარულ მომსახურებას.
"გალფი“ ექიმებისთვის − 2020 წელს კომპანია "გალფი“ აქტიურად ჩაერთო COVID 19-თან ბრძოლის საქმეში, ქართველი ექიმების დასახმარებლად. მომხმარებლების მიერ "გალფში“ შეძენილი საწვავიდან 5 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე ირიცხებოდა, რომლის ფარგლებში ჯამში 240 000 ლარი შეგროვდა და მადლობის ნიშნად გადაერიცხა თითოეულ ექიმს.
"გალფი“ ბავშვებისთვის − კამპანია ტრადიციულად წინასაშობაოდ და წინასააღდგომოდ იგეგმება, რომლის ფარგლებში, კომპანია "გალფი“ ეხმარება სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. კამპანიის ფარგლებში, დროის კონკრეტულ პერიოდში, თითოეული გაყიდული საწვავიდან 5 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე გროვდება, რის შემდეგაც შეგროვილი თანხა თანაბრად ნაწილდება თითოეულ ოჯახზე. პროექტის ფარგლებში, გარდა თანხით დახმარებისა, ასევე, ხშირ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ კომპანია ოჯახებისთვის ყიდულობს საოჯახო ტექნიკას და საკვებ პროდუქტებსაც.
"მოიარე საქართველო "გალფთან“ ერთად“ − 2017 წლიდან კომპანია "გალფი“ ყოველ ზაფხულს შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით იწყებს კამპანიას "მოიარე საქართველო“. კამპანიის ფარგლებში, "გალფი“ სხვადასხვა აქტივობით, აქციებით თუ ფასდაკლებებით ცდილობს წაახალისოს მომხმარებლები: მოუწოდებს იმოგზაურონ საქართველოში და აღმოაჩინონ ახალი ადგილები.
"მოუარე საქართველოს“ − ტრადიციულად, ყოველი საზაფხულო სეზონის ბოლოს, კომპანია "გალფი“ ცდილობს აიღოს პასუხისმგებლობა და დაალაგოს/ნარჩენებისგან გაწმინდოს ყველა აქტიური ტურისტული ზონა საქართველოს მასშტაბით.
"გალფი“ სტუდენტებისთვის − კომპანია "გალფი“ ყოველწლიურად სწავლას უფინანსებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ სტუდენტებს.
"გალფი“ ქართული კულტურისთვის − კომპანია "გალფს“ 2011 წლიდან დღემდე დიდი წვლილი მიუძღვის და აქტიურად არის ჩართული კულტურის მხარდაჭერაში.
"გალფის“ პენსია − ეს არის საპენსიო პროგრამა მათთვის, ვისაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს. 2019 წელს კომპანია ◊გალფმა“ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებში საზოგადოებისთვის განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ადამიანებისთვის სპეციალური საპენსიო პროგრამა შეიქმნა. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი ღვაწლით, განსაკუთრებულს ხდიან სხვების ცხოვრებას.
"გალფი“ და ავტოსპორტი − საქართველოში შემოსვლის დღიდან, კომპანია "გალფი“ ზრუნავს ქართული ავტოსპორტის განვითარებაზე. სხვადასხვა საავტომობილო ღონისძიების მხარდაჭერით და ავტომრბოლელთა სპონსორობით, "გალფი“ აქტიურადაა ჩართული ავტოსპორტში.
კომპანია "გალფი“ აქტიურად არის ჩართული კათარზისების დახმარების პროექტშიც. კომპანია ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. გარდა ამისა, კომპანია "გალფი“ ეხმარება კულტურის წარმომადგენლებს, ვეტერან სპორტსმენებს და საზოგადო მოღვაწეებს.
ნინო ჯიბლაძე, "გალფის“ მარკეტინგის დირექტორი, ვიცეპრეზიდენტი