"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ 15-წლიანი საქმიანობის შეჯამება

20 წელზე მეტია, რაც სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში ვარ ჩართული.

კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი“ სამშენებლო მასალების წარმოების         აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე.

"ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და        წარმოადგენს წამყვან ბრენდს ცემენტისა და ბეტონის ადგილობრივ         ბაზარზე.

კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა (1) და რუსთავში (2), ასევე     ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში.

"ჰაიდელბერგცემენტი“ კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია                საქართველოში.

კარიერა დავიწყე ერთ-ერთ უდიდეს კონკურენტ კომპანია Holcim-ში, რის შემდეგაც, დაახლოებით 10 წლის წინ, გადავინაცვლე "ჰაიდელბერგცემენტში“ და დავიწყე მუშაობა "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფში“, 2020 წლის ივლისში კი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გავხდი. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას ვასრულებ.

ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად, "ჰაიდელბერგცემენტი“ ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს    სწორედ "ჰაიდელბერგცემენტი“ ამარაგებს ცემენტითა და ბეტონით.

ეს წელი "ჰაიდელბერგცემენტისათვის“ განსაკუთრებულია: ჩვენი კომპანია 15 წლის გახდა. ერთ-ერთი უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ამ წლების განმავლობაში მომხმარებელთა ჩვენდამი მაღალი ნდობა და კმაყოფილებაა.

თანამედროვე ტექნოლოგიები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი აქტივობების მთავარი მიმართულებებია.

მთელი ამ დროის განმავლობაში, კომპანია თავის სფეროში ბაზრის ლიდერად რჩება და მისი წარმატება მეტწილად განპირობებულია კარგი მმართველობის, მოტივაციისა და გამოცდილი თანამშრომლების ერთგვარი მიქსით, რასაც თავისთავად მოჰყვება ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და მომხმარებლისათვის დახვეწილი სერვისის შეთავაზება. ამ კომბინაციას მივყავართ მომხმარებელთა კმაყოფილებამდე და ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ◊ჰაიდელბერგცემენტი“ მათთვის ერთგულ და სანდო პარტნიორად რჩება.

ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველოში ახალგაზრდა, თუმცა ძალიან გამოცდილი გუნდი გვყავს, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის წარმატებაში.

მუდმივი ინვესტირება წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. კომპანიამ 2019 წელს 100 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა კასპის ქარხნის მოდერნიზაციისთვის და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობისთვის.

ამ 15 წლის განმავლობაში, "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებსა და პროექტებს შორის, გამოვყოფდი კასპის ქარხნის მოდერნიზაციას. პროექტი ძალიან წარმატებული იყო, რომელიც დროულად დასრულდა და რეკონსტრუქციის პროცესში არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებასთან ერთად, "ჰაიდელბერგცემენტი“ აქტიურად ზრუნავს ინვესტიციების განხორციელებისა და დასაქმების საკითხებზე, და ეს მომავალში მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად დარჩება. ჯამში, ჩვენმა კომპანიამ საქართველოში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ამჟამად დასაქმებული ჰყავს 1200 ადამიანი და ფლობს ცემენტის 3 და ბეტონის 15 ქარხანას. შეჩერებას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ წარმოების მასშტაბების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ზოგადად, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. არა მხოლოდ ცემენტის მწარმოებელი, არამედ სამშენებლო მასალების კომპანია ვართ. ამჟამად ვფლობთ აგრეგატების სამ საწარმოს, ვაშენებთ ბეტონის ახალ ქარხანას თბილისში და ა.შ. განვითარება გრძელდება!

CSR და გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით, ჩემთვის წარმოების პროცესში მნიშვნელოვანი საკითხია ალტერნატიული საწვავის გამოყენება. ეს სფერო საქართველოში შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. ნარჩენი პროდუქტი, მაგალითად, საბურავები, ველურ ბუნებაში განთავსებულ ნაგავსაყრელებში ხვდება. მთავრობა მუშაობს სანიტარული ნორმების გაძლიერებაზე, თუმცა ნაგავსაყრელი მაინც რჩება ბუნებაში. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ნარჩენები ჩვენს ქარხანაში, გავაკეთოთ საწვავი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია უარყოფითი ნაერთებისგან, შესაბამისი დამუშავების შედეგად, და გამოვიყენოთ ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ. ცხადია, ალტერნატიული საწვავის წარმოება საკმაოდ სასარგებლო იქნება ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ ამ ეკოლოგიური მიმართულების აქტიურ განვითარებას საქართველოში.

რომ შევაჯამოთ, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც კომპანიას ამ წლების განმავლობაში შეექმნა, იყო კორონავირუსის პანდემია. ჩვენი კრიზისის მართვის სტრატეგიით ამ გამოწვევის გადალახვა მოვახერხეთ, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, როგორიცაა გაზრდილი ხარჯები და ა.შ.

ეკონომიკური პერსპექტივიდან, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, შეინიშნებოდა გარკვეული ცვლილებები მომხმარებელთა სხვადასხვა სექტორში, თუმცა მოთხოვნა მთლიანობაში საკმაოდ სტაბილურია.

უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, ლარის გაცვლითი კურსი იყო, რაც ასევე ირიბად გამომდინარეობს ◊კოვიდ“-კრიზისისგან და ზემოქმედებას ახდენს ეროვნულ ვალუტაზე. ქვეყანას იმპორტის მაჩვენებელი ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ექსპორტის. ამიტომაც ვემხრობი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ბუნებრივი რესურსების უფრო აქტიურ გამოყენებას. ქვეყანას სჭირდება ელექტროენერგიის საკუთარი რესურსი, როგორიცაა ჰესები, და მას აქვს დიდი პოტენციალი, ეს რესურსები გამოიყენოს ბუნების მინიმალური დაზიანებით.

ინვესტორების გადმოსახედიდან, მე ვიტყოდი, რომ საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა ინვესტიციების დასაბანდებლად, ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და ზოგადად, პოზიტიური და მოსახერხებელი გარემოს გათვალისწინებით. ამასთან, გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად ჩვენი სფერო − ცემენტის წარმოება, აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება. ჩვენ, როგორც უცხოურ კომპანიას, ცხადია, გვსურს მკაცრად დავიცვათ ყველა წესი. ასევე, ჩვენ და ყველა უცხოურ კომპანიას ზოგჯერ გვჭირდება ოდნავ მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. 

 

დოქტორ ოლივერ პაჩი, "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი