რა უშლის ხელს საქართველოს, რომ მიაღწიოს უკვამლო მომავლის მიზანს?
ტომმასო დი ჯოვანი, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ საერთაშორისო კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი: რა უშლის ხელს საქართველოს, რომ მიაღწიოს უკვამლო მომავლის მიზანს?
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ საერთაშორისო კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი ტომმასო დი ჯოვანი გვესაუბრა იმ პროცესის დაჩქარებაზე, რომელიც საქართველოშიუკვამლო მომავლის მიღწევას ისახავს მიზნად, ისევე როგორც აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე რომელიც ეხება PMI-ის მიერ წარმოებულ IQOS-ს და ასევე,დაინტერესებულ მხარეთა როლზე ამ პროცესებში.
თქვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 1996 წელს და წარმოადგინა სიგარეტების ბრენდების პორტფოლიო. ყველა წარმატებისა თუ წინაღობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ წარმატებული ბიზნესსაქმიანობა იყო. დღეს, თქვენ საუბრობთ მომავალზე სიგარეტების გარეშე და ამასთან, საქართველოში საკმაოდ თვალსაჩინო კამპანიას აწარმოებთ - ესაუბრებით მედიასა თუ დაინტერესებულ მხარეებს. რა უბიძგებს ამ ცვლილებებს?
მართალი ბრაძანდებით. ჩვენ მართლაც წარმატებული ბიზნესმოდელი შევქმენით. 2016 წელს ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა ნათლად აღნიშნა, რომ ჩვენი მიზანია შევქმნათ უკვამლო მომავალი, სადაც სიგარეტები ჩანაცვლებული იქნება ნაკლებად მავნე ალტერნატიული პროდუქტებით, რომელიც ეფუძნება მეცნიერებას და მიმართულია როგორც თავად მწეველთა სასარგებლოდ, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ეს არის მართებული გადაწყვეტილება, რადგანაც იგი მიმართულია სიგარეტების უმთავრესი პრობლემის გადაჭრისაკენ, რაც მათ მიერ დაავადებების გამოწვევას უკავშირდება და ეს გამართლებულია ბიზნესის თვალსაზრისითაც, რადგანაც ის პასუხობს მწეველთა მოთხოვნას, რომლებიც ეძებენ უკეთეს ლატერნატივას, იმ შემთხვევებში როდესაც არ სურთ მოწევის შეწყვეტა.
ჯერ კიდევ არსებობს საკმაო ოდენობის სკეპტიციზმი, განსაკუთრებით ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაციაში. რბილად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია არ აღფრთოვანებულა თამბაქოს მწარმოებელი კოპანიის მიერ მწეველებისათვის კიდევ ერთი პროდუქტის შეთავაზებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია, ელ-სიგარეტებსა და თამბაქოს გახურების სისტემასთან დაკავშირებით, კონფლიქტშია ბოლო დროის გაჟღერებულ მტკიცებულებებსა და ბევრი გავლენიანი სამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებთან, როგორიცაა აშშ-ს FDA, დიდი ბრიტანეთის PHE და რამოდენიმე მთავრობის პოზიციასთან, რომელთაც განაახლეს ძველი კანონმდებლობა, რათა გაეთვალისწინებინათ ამ პროდუქტების განსხვავებული ბუნება.
ჩნდება წარმოდგენა ორგანიზაციის მიერ მტკიცებულებების შერჩევითად გათვალისწინებაზე და არასწორად დასმულ ფოკუსზე: ეს ნიშნავს ბრძოლას ინდუსტრიის წინააღმდეგ - ნაცვლად მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე ფოკუსირებისა. იგივე ორგანიზაცია (WHO) წინასწარ პროგნოზს აკეთებს, რომ 2025 წლისათვის მთელ მსოფლიოში დაახლოებით იმავე რაოდენობის მწეველი იქნება, როგორც დღესაა. ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო არჩევანია თამბაქოსა და ნიკოტინის მიღების ერთბაშად შეწყვეტა, მაგრამ ბევრი ადამიანი ამას ვერ ახერხებს. რატომ არ შეიძლება სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნებელი ალტერნატივის შეთავაზება იმ მწეველებისათვის, რომლებიც ვერ წყვეტენ მოწევას? ეს ხომ საღი აზრია. მაგრამ საღი აზრი, ხანდახან, იჩრდილება იდეოლოგიების მიერ.
საინტერესო ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც მოიცავს ყველა პარტიის წარმომადგენელს, თავის უახლეს ანგარიშში მოუწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაუბრუნდეს საწყის პრინციპებს, რომელიც გაწერილია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაში (FCTC) და გულისხმობს ზიანის შემცირებას და არა ამჟამინდელ პროჰიბიციონისტურ მიდგომას.
ვიმედოვნებ, რომ FCTC გვერდზე გადადებს ძველ იდეოლოგიურ ბრძოლებს ინდუსტრიის წინააღმდეგ და იქნება ღია დიალოგისათვის და გადახედავს მათ ამჟამინდელ დამოკიდებულებას. მწეველები, ისევე როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორი, იმსახურებენ უფრო მეტად პროგრესულ მიდგომას.
გასულ წელს ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება თქვენს განაცხადზე IQOS-სათვის მარკეტინგის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ, როგორც „მოდიფიცირებული რისკის თამბაქოს პროდუქტისათვის.“ რა სახის გლობალური შედეგები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას?
FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, IQOS-სათვის მოდიფიცირებული რისკის თამბაქოს პროდუქტის სტატუსის მინიჭების შესახებ, საეტაპო მნიშვნელობისაა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია იღებს ასეთ გადაწყვეტილებას გახურებად თამბაქოს პროდუქტზე. ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო დოსიეს სამწლიანი და ექსტენსიური განხილვის შედეგად, რომელიც ასობით ათასი ფურცლისაგან შედგებოდა.
FDA-მ აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ IQOS-ი არ არის ურისკო, იგი არსებითად განსხვავდება სიგარეტებისაგან, წარმოქმნის მნიშვნელოვნად ნაკლები ოდენობით მავნე ნივთიერებებს და ამ პროდუქტზე მთლიანად გადასვლა ამცირებს მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას, სიგარეტების უწყვეტ მოხმარებასთან შედარებით. ადმინისტრაციამ ასევე გასცა ავტორიზაცია ამ ინფორმაციის მომხმარებელთათვის მიტანის თაობაზე იმ წინაპირობით, რომ აღნისნული კომუნიკაცია „წაადგებოდა საზოგადოებრივ ჯანდაცვას.“
ამ ბოლო დროს, სხვა ქვეყნების მთავრობებმაც განაახლეს ძველი კანონმდებლობები, რათა გაეთვალისწინებინათ ათობით დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მსგავსი შედეგები მთელს მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობები მხედველობაში მიიღებენ FDA-ს შეფასებას და გადახედავენ თავიანთ მიდგომებს IQOS-სა და სხვა მსგავსი პროდუქტებისადმი, რომლებიც ემყარება მეცნიერებას. მწეველები იმსახურებენ დაზუსტებულ ინფორმაციას, რათა შეძლონ უკეთესი ალტერნატივის შერჩევა, თუკი გადაწყვეტენ მოწევის გაგრძელებას, იმის ნაცვლად რომ დარჩნენ მხოლოდ ერთი არჩევანის - სიგარეტების ამარა.
ზოგი კრიტიკოსი აცხადებს, რომ ეს მიმოხილვა მხოლოდ მოიცავს თქვენი კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებს.
ეს არ არის სწორი. ამ მიმოხილვამ მხედველობაში მიიღო მტკიცებულებების მსხვილი დასტა, რომელშიც შედიოდა როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული ან დაფინანსებული კვლევები, ასევე დამოუკიდებელი კვლევების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
აშშ-ს საზღვრებს მიღმა, მრავალმა სახელმწიფო კვლევითმა ცენტრმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაამოწმა მტკიცებულებები, ჩაატარა თავისი კვლევა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მაგალითად, ბოლო დროს, ჰოლანდიის ეროვნულმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტმა (RIVM) შეიმუშავა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მიდგომა გავლენის სავარაუდო მასშტაბის გასაზომად ჯანმრთელობაზე, რომელსაც განიცდის მწეველი სიგარეტიდან IQOS-ზე გადასვლისას. მათი დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა რომ IQOS არ არის ურისკო, მისი გამოყენება ასოცირდება გაცილებით დაბალ დაქვემდებარებასთან გარკვეული კანცეროგენებისადმი და რომ შესაძლოა ამის შედეგად არსებითად გაუმჯობესებული რისკ-პროფილი მივიღოთ. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ მრავალთაგან, რომელიც მიანიშნებს მზარდ კონსენსუსს იმის შესახებ, რომ IQOS-ი მნიშვნელოვნად უკეთესი ალტერნატივაა მოწევასთან შედარებით მათთვის, ვინც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდა სიგარეტის გამოყენებას.
ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ შესაძლოა დააწესოს ისეთივე რეგულაციები, როგორც სამანქანო ინდუსტრიაში? ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია გააჟღერა ინიციატივა აკრძალონ შიდაწვისძრავიანი მანქანები 2025 ან 2040 წლისათვის. აიკრძალება თუ არა სიგარეტები სრულიად?
ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. აკრძალვა, როგორც წესი, არ წარმოადგენს ეფექტურ ზომას, მაგრამ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია თუ ახალი ზელანდია უკვე დათქვეს ვადა, რომლისთვისაც ისინი ისურვებდნენ სიგარეტების ელიმინაციას და ეს გულისხმობს უკეთეს ალტერნატივაზე გადასვლის წახალისებას, როგორიცაა ელ- სიგარეტები თუ თამბაქოს გახურების სისტემები. თუკი, ახალ ალტერნატივაზე გადასვლა წახალისებული იქნა იმ მწველებში, რომელთაც არ სურთ მოწევის შეწყვეტა, ზოგი ქვეყანა შეძლებს სიგარეტებისაგან გათავისუფლებას ათ ან თხუთმეტ წელიწადში, თუ ათვლას დღეიდან დავიწყებთ. ეს არის მყარი შესაძლებლობა, თუმცა ამაში ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი. ჩვენ ჩვენი წვლილი უკვე შეგვაქვს.
საქართველოში, თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, არ არსებობს მკაფიო განსხვავება სიგარეტებსა და თამბაქოს სხვა პროდუქციას შორის და ისინი ერთნაირად რეგულირდება. „ფილიპ მორისი“ მიიჩნევს, რომ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტების მოწევას, უნდა მიეცეთ საკმარისი ინფორმაცია ნაკლებად მავნე ალტერნატივების შესახებ. რა უნდა გააკეთოს „ფილიპ მორისმა“ იმისათვის, რომ უკეთესად „გაანათლოს“ მომხმარებლები?
მეცნიერებაზე დაყრდნობით რეგულაციის შემუშავებას, როგორც ეს FDA-მ გააკეთა, შეუძლია მკაფიო მესიჯის მიტანა ზრდასრულ მწეველებამდე. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა აშშ, იტალია, პორტუგალია თუ დიდი ბრიტანეთი, უკვე მიდის ამ მიმართულებით. იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტების დიფერენცირება არ მომხდარა, მწეველისათვის ალტერნატივაზე გადასვლა უფრო რთულია. თუკი მომხმარებლებს არ აცნობებთ მოსალოდნელი სარგებლისა და რისკების შესახებ - ამით მათ ეუბნებით, რომ ორივე პროდუქტი ერთია. ასევე, ამგვარად მათ წაახალისებთ დარჩნენ მარტივი არჩევანის, სიგარეტების ამარა, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზიანოდ.
მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის კარგ მაგალითსაც წარმოადგენს კორონავირუსის პანდემია - ყველას მზერა მიმართულია სამეცნიერო კვლევებზე ამ კრიზისის დროს. როდესაც საქმე ეხება თამბაქოს ინდუსტრიას, ბაზარზე ოპერირებს ელექტრონული სისტემების თუ თამბაქოს სხვა პროდუქტების მრავალი მწარმოებელი, რობლებიც არასაიმედო და შეუმოწმებელია. და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ აშშ-ს FDA-მ გასცა ბრძანება, რომ თუ მწარმოებლებს სურთ ბაზარზე დარჩენა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ასევე უნდა ჰქონდეთ მეცნიერული დასაბუთება და მტკიცებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებთან. როგორ უნდა გააკეთოს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ განმარტებები IQOS-ის შესახებ იმგვარად, რომ შეძლოს ხალხის დარწმუნება, რომ ეს უკეთესი ალტერნავაა?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი იღებდეს ზუსტ და არა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ჩვენ ვდებთ მნიშვნელოვან რესურსებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულ კვლევებში, რათა შევიმუშავოთ საუკეთესო მეთოდოლოგია მეცნიერული შეფასებისათვის და გავუზიაროთ ჩვენი მიგნებები სამეცნიერო საზოგადოებასა და ავტორიტეტულ პირებს დასადასტურებლად. ასევე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, თუ როგორ ვაწვდით ამ ინფორმაციას საზოგადოებას და სადაც ეს შესაძლებელია - მომხმარებლებს.
მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს ინფორმაცია არ მიეწოდება მომხმარებელს და ასევე ნაკლებობაა ისეთი რეგულაციისა, რომელიც ამ კომუნიკაციის სიზუსტეს უზრუნველყოფდა.
სწორედ ამიტომაა აშშ-ს FDA-ის მიერ შემუშავებული რეგულაცია ამის კარგი მაგალითი, რადგანაც იძლევა უზუსტეს სახელმძღვანელო პრინციპებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტეს, გასცემს რა მისი გავრცელების უფლებას. ზოგმა ქვეყანამ, როგორიცაა საბერძნეთი, პორტუგალია თუ ბელგია ასევე დააწესა ფარგლები, რომელიც ასეთი განაცხადების არსებობის საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს მათ სიზუსტეს.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ მიდგომას. მათ ურჩევნიათ აკრძალვა, ნაცვლად იმისა, რომ მწეველებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ უკეთესი ალტერნატივა, იმ შემთხვევაში თუ არ ისურვებენ მოწევის შეწყვეტას. ეს არარეალისტურია და ეწინააღმდეგება სწორედ იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც ეს ორგანიზაციები უნდა იცავდნენ: ადამიანებს, რომლებიც აგრძელებენ მოწევას. დადგა დრო გავცდეთ ძველ იდეოლოგიურ მიდგომებს კომპანიების წინააღმდეგ და ყურადღება გადავიტანოთ მწეველთა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორისათვის სიკეთის მოტანაზე. ეს ადამიანები იმსახურებენ ჰქონდეთ დაზუსტებული ინფორმაცია, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება PMI-ს, კომპანიამ გააჟღერა საკუთარი მიზანი დაეხმაროს მინიმუმ 40 მილიონ ზრდასრულ მწეველს, მსოფლიოს გარშემო, გადავიდნენ უკვამლო პროდუქტებზე, 2025 წლისათვის. რას იტყოდით საქართველოს ბაზარზე, რა პროგრესის მიღწევას ისურვებდით უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უკვამლო პრუდუქტების თვალსაზრისით?
ჩვენი კომპანია გააგრძელებს დასახული უკვამლო მომავლის მისაღწევად მუშაობას საქართველოში, რათა ჩაანაცვლოს სიგარეტები მისი უკვამლო ალტერნატივებით, დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში. ის 800 ათასი კაცი და ქალი საქართველოში, რომლებიც სიგარეტეს ეწევიან, იმსახურებენ უკეთეს ალტერნატივას, თუ არ სურთ მოწევის შეწყვეტა. ჩვენ მათ შევთავაზებთ ამ არჩევანს და წავახალისებთ, რათა უკან მოიტოვონ სიგარეტები. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მივაღწიოთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სარგებელს, როდესაც ბევრ ადამიანს ეცოდინება უკვამლო პროდუქტების შესახებ და გადავლენ ამ ალტერნატივაზე. როგორ შეძლებ დეტალურად აუხსნა ახალი პროდუქტი მომხმარებლებს, რათა მათ კარგად შეიმეცნონ ეს პროდუქტი და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, თუკი არ გექნება საშუალება გაესაუბრო მათ ან აუხსნა განსხვავება პროდუქტებს შორის? სწორედ აქ იკვეთება მარეგულირებლის მნიშვნელოვანი როლი, რათა გამოყენებულ იქნას საღი აზრისეული მიდგომა, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს.
როგორ შეაფასებდით მარეგულირებელ და ბიზნესგარემოს საქართველოში, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე 20 წელზე მეტია რაც ოპერირებს?
საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის თვალსაზრისით, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც უნდა იქნას წამოწეული და განხილული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებისათვის. ასევე ნათელია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე გააგრძელებს მოწევას და რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გადავიდნენ უკეთეს ალტერნატივაზე. ადეკვატურ მარეგულირებელ ჩარჩოს შეუძლია ამ პროცესის დაჩქარება, ზრდასრული მწეველებისათვის საშუალების მიცემით, გაეცნონ ახალ პროდუქტებს, ისევე როგორც ყალბი ან შეცდომაში შემყვანი განცხადებების მკაცრი აკრძალვით და იმ რისკების მინიმიზაციით, რომ თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტები არ იქნას გამოყენებული არამწეველთა და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიერ.
მათ, ვინც ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, უნდა იცოდნენ, რომ ისინი ხდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევების გადაწყვეტის ხელის შემშლელნი. ისინი ეღობებიან ცვლილებას, არ აძლევენ რა ზრდასრულ მწეველებს როგორც წვდომას დაზუსტებულ ინფორმაციაზე ამ უკვამლო ალტერნატივების შესახებ, ისე შესაძლებლობას გადავიდნენ ამ პროდუქტებზე, როცა არ სურთ მოწევის შეწყვეტა. პოტენციურად ეს ნამდვილი შესაძლებლობაა. ჩვენ უნდა ავიტაცოთ იგი - და ავიტაცოთ ერთად. მოვიდა დრო დავიწყოთ ღია და მეცნიერებაზე დაფუძნებული დიალოგი, რათა უკვამლო მომავალი გავხადოთ რეალური.
თუკი, ყველა შეიტანს საკუთარ წვლილს ამ საერთო საქმეში, ზოგიერთი ქვეყანა შესაძლოა სრულიად გათავისუფლდეს სიგარეტებისაგან 10-15 წელიწადში, დღეიდან მოყოლებული.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა და საქართველოს ვუსურვებდი გამხდარიყო ერთ-ერთი პირველი უკვამლო ქვეყანა მთელს მსოფლიოში.